,,კავკასიის სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე:
“ქართული ოცნების” პოლიტიკის შედეგები:
– მარგარიტა სიმონიანი მუხლებზე დაცემულ, შეშინებულ, იმპერატრიცასთან მიხოხებულ მეფედ მოიხსენიებს ერეკლე მეორეს.
– ირანის ელჩი ბედავს და მათი შაჰის მიერ სასტიკად ნაწამები, ნაგვემი, მოკლული დედოფლის, ჩვენი ისტორიის ნამდვილი მნათობის – ქეთევანის ამბის რევიზიას იწყებს.
– ყველაზე დიდი ქართველის, დავითის საფლავთან ვერ მივდივართ, გელათს დიდი თეთრი ზეწარი აქვს გადაფარებული… 1000 წელი ფეხზე იდგა გელათი, ახლა კი წულუკიანის სახელობის ობის სოკო ანადგურებს.
– კობახიძე არაფრად აგდებს ივანე ჯავახიშვილის ნაშრომებს გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მთავარ შემოქმედს პროფესიულ კომპეტენციას უწუნებს…
– თემურ-ლენგის მონუმენტთან ნოღაიდელმა არ მიიტანა გვირგვინი, ამათმა მიიტანეს.
– აზერბაიჯანის მთავრობამ ნახევარი გარეჯი წაგვართვა… ხელისუფლებამ კი ეროვნული ინტერესების დაცვისთვის ტელე-იმედის მორბენალ სტრიქონში გაშვებული ფარისევლური ფრაზის გარდა სხვა ინსტრუმენტი ვერ იპოვა.
– ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძართან ორმოებს თხრიან, რაღაცებს აშენებენ… საპატრიარქომ როდესაც იკითხა, გაგვაგებინეთ რას უკეთებთ ქართული კულტურის ძეგლსო, აზერბაიჯანულმა მხარემ, ხმა ჩაიწყვიტეთ და ჩვენს სუვერენიტეტს ეჭვქვეშ ნუ აყენებთო.
ეს არის ეროვნული, ტრადიციების მიმდევარი, პატრიოტი ხელისუფლება? ესენი არიან “სამშობლოიანები”?
ველოდები კიდევ ვინ წამოგვარტყამს თავში, ვინ გადაგვივლის, ვისი ჯერია?“











კომენტარები