ფილოლოგი ქეთი ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,ყოველთვის თავს ვიკავებდი, ზვიად გამსახურდიას შვილებთან დაკავშირებულ ყველა სამართლიან საზოგადოებრივ აღშფოთებას საჯაროდ გამოვხმაურებოდი, რადგან მიმაჩნდა, რომ მათ ბევრი უსამართლობა, სტრესი, დევნა და განსაცდელი გამოიარეს და ახლა ეშურებიან იმ დაკარგულის აღდგენას -მეთქი. მაგრამ ის, რაც დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა -ვგულისხმობ გიორგი გამსახურდიას კომენტარს მუსიკოს დედა-შვილზე, ყოველგვარ ზღვარს სცდება.
1991 წელია, ზვიად გამსახურდია უკვე პრეზიდენტია, კინოს სახლში შევდივართ მე და ჩემი მეგობრები . გარეთ გია ჭანტურია ატარებს მიტინგს და სიტყვით გამოდის. ჭანტურია ზვიად გამსახურდიას უწოდებს ფაშისტს, ჩაუშესკუს, სტალინს და ბოლოს თავის სიტყვას ასე ამთავრებს -გამსახურდია ოიდიპოსის კომპლექსითაა შეპყრობილი და ეს კარვის ქალებიც ამიტომ ჰყავს გარშემოო.
აქ ჩემი მოთმინების ფიალა აივსო და ძალიან უხეშად მივაძახე – სხვის დედებს შეეშვი და შენს ჩეკისტ ცოლს მიხედე-მეთქი.
ჭანტურიამ იარაღი ამოიღო, დამიმიზნა და ირაკლი წერეთელი რომ არ ყოფილიყო, ახლა ჩემი სახსენებელიც აღარ იქნებოდა. ეცა ხელებში, ჩაკეტეს კინოს სახლი და ჩვენ უკანა კარიდან გაგვიყვანეს.“











კომენტარები