• რეკლამა
  • კონტაქტი
19:37, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სასამართლოში ფაშისტური დაჯგუფების ლიდერის პროცესი მიმდინარეობს – რა თქვა დავით ჯაფაროვმა სხდომაზე

ალია ავტორი - ალია
17:11 09-26-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
85

საქალაქო სასამართლოში ფაშისტური დაჯგუფების ლიდერის, დავით ჯაფაროვის პროცესი მიმდინარეობს – საქმეს მოსამართლე ლელა მარიდაშვილი იხილავს.

ადვოკატები მოითხოვენ რომ, არასრულწლოვანზე არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობაში მონაწილეობის და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებაში ბრალდებული სხდომათა დარბაზიდან ან წინაპირობების გარეშე ან გირაოს სანაცვლოდ გაუშვან.  პროკურატურა კი დაკავებული პირის პატიმრობას ითხოვს.

როგორც ადგილიდან “ტვ პირველის” კორესპოდენტი იუწყება, პროცესზე სიტყვით ისარგებლა ბარალდებულმა – დავით ჯაფაროვი ირწმუნებოდა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულს დანაშაულის ჩადენის თარიღებად მითითებულ დროს საერთოდ არ იცნობდა.  მისი განმარტებით ამის დასადასტურებლად საკმარისი იქნება, თუ პროკურატურა ანძების ჩანაწერებს გადაამოწმებს.

ჯაფაროვის მტკიცებით, დაზარალებულის სტატუსის მქონე პირთან 2023 წელს მას არანაირი შემხებლობა არ ჰქონია და რომ ის  2024 წელს გაიცნო.

სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა დაკავებულის ადვოკატმა და თქვა, რომ საქმეში  ბრალის დამადასტურებელი ვიდეო-მასალა არ დევს.

გუშინ წარედგინა დავით ჯაფაროვს ორი მუხლით ბრალი – ეს არის არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობაში მონაწილეობა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება.

მე აღვნიშნავ, რომ ხელმეორედ მისი დაკავება არ მომხდარა, იმიტომ, რომ დავით ჯაფაროვი წარსულში მართლაც ნასამართლევია, თუმცა სრულიად სხვა ეპიზოდთან და სხვა ფაქტთან დაკავშირებით.  ანუ, ანალოგიურ შემთხვევაზე დავით ჯაფაროვი არ არის გასამართლებული. 

ამ ბრალდებას რაც შეეხება, მე ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე ის იყენებს დუმილის უფლებას. არანაირი ჩანაწერი სისხლის სამართლის საქმეში, სადაც დავით ჯაფაროვი შეიძლება მონაწილეობდეს  ვინმეს მიმართ ძალადობაში ან ძალადობის ორგანიზებაში, არ არსებობს.

არასწორია მისი დასახელება (ნეო-ნაცისტური დაჯგუფების ლიდერად) მითუმეტეს ამ საქმეებთან, რომელთან დაკავშირებითაც ბრალი წარედგინა. ის არის სხვა სისხლის სამართლის საქმეები, რომელშიც არანაირი კავშირი დავით ჯაფაროვს არ აქვს. 

მას ედავებიან, რომ თითქოს 2023 წლის მარტში და 2025 წლის მარტში მოხდა რაღაც ქმედებები. ამ საქმეზე გასამართლებული არიან პირები, თუმცა მე ვერ დავასახლებ მათ მონაცემებს, თუმცა არიან პასუხისგებაში მიცემულები, ნაწილ  მათგანს ბრალი აქვს აღიარებული. იქ საერთოდ არ ფიგურირებს დავით ჯაფაროვი. თუ მტკიცებულებები არსებობდა, 2023 წელს მომხდარ ფაქტზე 3 წლის შემდეგ პასუხისგებაში არ უნდა აძლევდნენ. მოვითხოვთ პირველ რიგში აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, თუმცა ალტერნატივის სახით მოვითხოვთ გირაოს “. – ამბობს ადვოკატი. 

გამოძიების თანახმად, 2023 წელს, „ნაცისტურ-ფაშისტური“ იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა თანამოაზრეებთან ერთად, არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მისი ნაცნობი მოტყუებით  წაიყვანა თბილისში მდებარე ერთ-ერთ მიტოვებულ ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ბლაგვი საგნის გამოყენებით ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს, ასევე, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა განახორციელეს არასრულწლოვნის მიმართ.

სამართალდამცველებმა განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი, „ფაშისტური-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ლიდერი 24 სექტემბერს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით (არაადამიანური მოპყრობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და ჯგუფურად), 25,144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად, არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება) და 238 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved