• რეკლამა
  • კონტაქტი
15:29, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა

ალია ავტორი - ალია
13:29 09-25-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

“მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესმა“ 100 მლნ აშშ დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში 10 მლნ აშშ დოლარის 3-წლიანი საჯარო ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. ეს პირველი შემთხვევაა საქართველოს კაპიტალის ბაზარზე, როცა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ფასიანი ქაღალდები უცხოურ ვალუტაში განათავსა. ემისიის ექსკლუზიური განთავსების აგენტი თიბისი კაპიტალი იყო. ობლიგაციების დაშვება თბილისის საფონდო ბირჟაზე იგეგმება.

ფასიანი ქაღალდების კუპონი 7.00%-ით განისაზღვრა, რაც ბოლო 5 წელში არასაბანკო კომპანიების მიერ გამოშვებულ 3-წლიან ობლიგაციებს შორის ყველაზე დაბალი განაკვეთია.

მოზიდული თანხა მოკლევადიანი ნასესხები სახსრების რეფინანსირებასა და პორტფელის ზრდას მოხმარდება.

„ვულოცავ “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკოექსპრესს” უცხოურ ვალუტაში პირველი ობლიგაციის წარმატებით განთავსებას. ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალი იყო, რამაც კომპანიას შესაძლებლობა მისცა, ობლიგაცია კონკურენტული პირობებით განეთავსებინა. მიხარია, რომ უცხოურ ვალუტაში თანხების მოზიდვისთვის პარტნიორად სწორედ თიბისი კაპიტალი აირჩიეს.შედეგად, „რიკო ექსპერსმა“ უკეთეს პირობებში მოახერხა ფულადი რესურსის მოზიდვა, რაც უმნიშვნელოვანესია მათი ბიზნესის განვითარებისთვის.მსგავსი ტრაზაქციებით კომპანიებს ვეხმარებით დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციაში, ინვესტორების ბაზის გაფართოებასა და რესურსების კონკურენტული პირობებით მოზიდვაში. სწორედ ამიტომ აქტიურად ვართ ჩართული კაპიტალის ბაზრის განვითარებაში. მიმდინარე წელს კომპანიების მიერ განხორციელებულ 13 კერძო და საჯარო ტრანზაქციაში მივიღეთ მონაწილეობა და 59.7%-იანი წილით ბაზრის ლიდერობას ვინარჩუნებთ“ – ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

“ყოველ წარმატებულ ტრანზაქციას ბაზარზე მნიშვნელოვნად განაპირობებს როგორც კაპიტალის ბაზარზე არსებული, ისე ზოგადად მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ეკონომიკის სტაბილური განვითარება მნიშვნელოვნად ამცირებს ქვეყნის რისკის პრემიას, რაც, რა თქმა უნდა, კერძო სექტორს ფინანსური რესურსების უფრო ხელსაყრელი პირობებით მოზიდვის შესაძლებლობას აძლევს. კაპიტალის ბაზრის განვითარებაში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება. გასული წელი ბაზარზე ძალიან აქტიური იყო და ბაზრის მონაწილეები წელსაც მაღალი აქტივობით გამოირჩევიან“, – ეკატერინე მიქაბაძე, საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი.

„მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესმა წარმატებით განათავსა $10 მილიონის ობლიგაციები ადგილობრივ ბაზარზე, რაც $100-მილიონიანი ობლიგაციების პროგრამის პირველი ტრანშია. თიბისი კაპიტალის გუნდმა კიდევ ერთხელ შეძლო შეუძლებელი და სამწლიანი ობლიგაციების განთავსება 7%-იანიგანაკვეთით მოახერხა, რაც პრაქტიკულად უპრეცედენტოა არასაბანკო ემიტენტებისთვის. ეს არ არის ჩვენი პირველი თანამშრომლობა – 2023 წელს ასევე დიდი წარმატებით განვათავსეთ 130 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები.

ობლიგაციებზე მაღალი მოთხოვნა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ინვესტორების ნდობა ქართული კომპანიებისა და ქვეყნის მიმართ იზრდება. ამ პროცესში დიდი წვლილი მიუძღვის თიბისი კაპიტალს. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას და კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას“, – „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესის“ მმართველი ლაშა ნიკოლაიშვილი.

“რიკო ექსპრესი“ საქართველოს ბაზარზე თითქმის 30 წელია ოპერირებს და 47%-იანი წილით მიკროსაფინანსო სექტორის ბაზრის ლიდერია. ქვეყნის მასშტაბით კომპანია 27 ქალაქში 71 ფილიალით არის წარმოდგენილი. „რიკო ექსპრესს“ მინიჭებული აქვს B+ რეიტინგი (სტაბილური პერსპექტივით) Scope Ratings-ისგან.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა

13:29 09-25-2026
მაღალი წნევით რეცხვის კერხერი და ორთქლის აპარატი: რა განსხვავებაა და რომელი დაგჭირდებათ?
ახალი ამბები

მაღალი წნევით რეცხვის კერხერი და ორთქლის აპარატი: რა განსხვავებაა და რომელი დაგჭირდებათ?

09:00 09-25-2026
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრსა და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
ახალი ამბები

Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრსა და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო

08:00 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved