17 წლის რუსი მოციგურავე საქართველოს სახელით ასპარეზობს – მაკარ ნიკოლაევი, რომლის სპორტული კარიერა რუსეთთან არის დაკავშირებული, ბათუმში მიმდინარე იუნიორთა გრან-პრის ეტაპზე საქართველოს წარმოადგენს.
ნიკოლაევი ოლეგ ტატაუროვთან ვარჯიშობდა. გასულ სეზონში მან რუსეთის იუნიორთა გრან-პრის ეტაპებზე მერვე და მეცამეტე ადგილები დაიკავა.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, ბოლო რამდენიმე თვეში, როცა რუსეთიდან ჩამოსული სპორტსმენები ყინულზე საქართველოს სახელით სრიალებენ.
აგვისტოში საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ განაცხადა, რომ ქვეყნის სახელით იასპარეზებს რუსეთიდან გადმოსული სპორტული წყვილიც, ზლატა კამალოვა და დანიილ პანოვი.











კომენტარები