• რეკლამა
  • კონტაქტი
11:54, შაბათი, 14 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში საბავშვო ბაღებს აცნობეს, რომ შენობები ავარიულია

ალია ავტორი - ალია
17:33 09-21-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,553

გორის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში: მერეთში, სათემოში, ზეღდულეთსა და სვენეთში საბავშვო ბაღების ადმინისტრაციებს აცნობეს, რომ არსებული შენობები ავარიულია და მათ ნაცვლად ახლები უნდა აშენდეს. – ინფორმაციას ,,ქართლის ამბები” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ოთხივე სოფელში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის 11 მილიონი ლარია გათვალისწინებული. სატენდერო წინადადებების მიღება 16 სექტემბერს დაიწყო. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 15 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

ამ ეტაპზე, მერეთის, სათემოსა და ზეღდულეთის საბავშვო ბაღებში აღმზრდელობითი პროცესი კვლავ მიმდინარეობს. სვენეთის ბაღი კი ავარიული მდგომარეობის გამო დიდი ხანია დაკეტილია.

სათემო:

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ სათემოს საბავშვო ბაღის დირექტორის თქმით, დაწესებულებაში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. სწავლის დაწყების წინ მერიას ოფიციალურად მადლობა გადაუხადეს, რომ შენობაში დიზაინი გაალამაზეს. რა ბედი ელის არსებულ შენობას, ადმინისტრაციას ჯერ არ აქვს ინფორმაცია.

„ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ მუშაობას, მიმდინარეობს აღმზრდელობითი პროცესი. არ ვიცით, ახალი აშენდება თუ აქედან გადაგვიყვანენ და დაანგრევენ. ამ შენობას რაც შეეხება, ამ ეტაპზე საშიში არაა, თორემ აქ ვიქნებოდით. უბრალოდ, აკრედიტაციის გავლაში შეგვიშლის ხელს“, – გვითხრა სათემოს საბავშვო ბაღის დირექტორმა.

ზეღდულეთი:

ზეღდულეთის საბავშვო ბაღის დირექტორი მაია ჩხიკვაძე ამბობს, რომ არც მათთვის არის ცნობილი, მოხდება თუ არა არსებული შენობის დემონტაჟი და სად აშენდება ახალი ბაღი.

„სააგენტომ იცის ყველაფერი. ისინი არიან კომპეტენტურები და პროფესიონალები. მათ დაუკავშირდით. მათ აქვთ დასკვნა, ჩვენ არ ვიცით, ამ შენობას დაანგრევენ თუ ახალს ააშენებენ“, – გვითხრა მაია ჩხიკვაძემ. ჩვენს კითხვაზე, რომ შენობის მდგრადობის შესახებ დასკვნა პირველ რიგში მათ უნდა ჰქონდეს, პასუხის ნაცვლად ტელეფონი გაგვითიშა.

მერეთი:

მერეთის საბავშვო ბაღის დირექტორის, ლელა კაპანაძის თქმით, ახალი შენობის მშენებლობის დაწყების შემთხვევაში, დაწესებულებას მუშაობის გაგრძელების პრობლემა არ შეექმნება. მისი განმარტებით, ბაღი წლების განმავლობაში მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ფუნქციონირებს და თანამშრომლები იქ არსებულ პირობებს უკვე შეჩვეულები არიან.

სვენეთი:

რაც შეეხება სვენეთის საბავშვო ბაღს, ის ავარიული მდგომარეობის გამო დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved