• რეკლამა
  • კონტაქტი
15:58, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,არაბიზაცია არი ტყუილი. არანაირი არაბული ქალაქები არ შენდება“ – გურამ ფალავანდიშვილი

ალია ავტორი - ალია
13:45 09-21-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
478

საზოგადოება ,,ზნეობის” წარმომადგენელი, გურამ ფალავანდიშვილი:

,,არაბიზაცია არი ტყუილი.

არანაირი არაბული ქალაქები არ შენდება.

500 მშენებარე ბინიდან, რომელიც კრწანისში უკვე გაიყიდა, არაბებს მხოლოდ ბინების 2-3% აქვთ ნაყიდი. ასევე მთელი თავისი სააგენტოებით თუ სამშენებლო ჯგუფების გათვალისწინებით სადღაც იგივე პროცენტი აქვთ ნაყიდი ჯამში მთელ საქართველოშიც. აქედან კი ალბათ 10 წილი ბათუმში და 1 თბილისში. ბათუმში მათ მიერ შეძენილი ბინები კი არი ძირითადად ტურისტული, იოლად გასაქირავებელი, გადასაყიდი, სასტუმროს, სტუდიოს ტიპის და არა წვრილშვილით ჩასასახლებელი. ასევე არ დასტურდება, არც რამე ფაქტებით, ან კადრებით არც ერთი ჭორი, არაბ ოჯახებს, ან ბაზალეთში, ან წინარეხში, ან წეროვანში … ან სადმე სოფლად, არა თუ ათასობით, არამედ თუნდაც 5 ოჯახს კომპაქტურად ეცხოვროთ.
ზოგადად კი მდიდრების შემოსევა არ არსებობს. თან დაბადებით მილიონერი ემირატების არაბები სად უნდა გადასახლდნენ, როცა თავის ქვეყანაშიც კი უდიდეს უმცირესობაში არიან, კერძოდ 10 პროცენტი თვითონ და 90 უცხოელები, ძირითადად ევროპელები. უბრალოდ ვინაიდან ნავთობი მილევადი პროდუქტია, ისინი მისგან ნაშოვნ თანხებს მთელ მსოფლიოში აქტიურად აბანდებენ სხვადასხვა ბიზნესებში, მათ შორის უძრავ ქონებაში, მაგრამ არა სადმე გადასახლების, არამედ წმინდა ბიზნესის, ფულის მოგების, კომერციის მიზნით.
კერძოდ, მაგალითად ეს ნახევრად სახელმწიფო სამშენებლო კომპანია იგლ ჰილსი, პარალეურად კიდე 7-8 ევროპულ ქვეყანაში ანხორციელებს მეგა პროექტებს, მაგრამ არსად არავის დაუწუწუნია რო იქ არაბიზაცია ხდება, რადგან, უშუალოდ არაბების მიერ შეძენილი ბინების რაოდენობა, საქართველოსი არ იყოს, ყველგან უმნიშვნელოა.

მაგალითად:

იტალია – 1-3%
ხორვატია – 2-5%
მონტენეგრო – 3-7%
ლატვია – 1-2%
ალბანეთი – 2-8%
სერბეთი – 1-3%

მიგრაცია

საქართველოში ბოლო 3 წელიწადში ნამდვილად მოხდა მიგრანტების გახუთმაგება, ოღონდ ეს მოხდა უკრაინის ომის გამო, სლავი ლტოლვილების ხარჯზე და არა მუსლიმი მიგრანტების, როგორადაც სურთ წარმოაჩინონ მავანთ, რათა ქრისტიანი მოსახლეობის ფართო ფენები საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ განაწყონ.

რაც შეეხება ფერად კანიან ადამიანებს, რომლებიც შეიძლება ჩვენ შეგხვდნენ სადმე სპორტულ მოედნებზე, საქეიფო დარბაზებში თუ ღია სივრცეებში, აბანოთუბანში, მათ ზეიმზე პატარა მეჩეთში, ვერ დატეულნი ქუჩებში მოზღვავებისას (ისე კი ნეტა არც ეს პატარა და საერთოდ არცერთი მეჩეთი არ არსებობდეს საქართველოში) , ან ახალ წლის ასაღნიშნად მოწყობილ სივრცეებში… თუ კარგად დავაკვირდებით მათი უდიდესი უმრავლესობა ახალგაზრდაა, რადგან ისინი არიან ან ტურისტები (1 მილიონამდე შემოდის ყოველწლიურად) ან სტუდენტები (50 ათასამდე ფერადკანიანი სტუდენტია დაახლოებით) და არა ბარგი ბარხანით, მოხუცებითა და ბავშვებით მომდგარი ლტოლვილები სამუდამოდ აქ დასამკვიდრებლად.

ზოგი აჟიტირებული პოლიტიკოსი იქამდეც კი მივიდა, რომ ლამის 4 მილიონ საქართველოს მოქალაქეებში გვიმტკიცებს, რომ სუფთა ქართველები 1.5 – 1.3 მილიონიღა დარჩნენ, ხოლო დანარჩენი უკვე მთლიანად უცხოტომელები არიან.

მკითხველისთვის ამ ყველაფრის აფსურდულობის დასამტკიცებლად ვფიქრობთ აბსოლუტურად საკმარისია, სტატისტიკის სამართველოს მიერ გავრცელებული 2024 წლის აღწერის ერთი კვლევის გაცნობაც კი, საქართველოში მუდმივად მაცხოვრებელი ეთნიკური ჯგუფების შესახებ.

ეთნიკური შემადგენლობა საქართველოს 2024 წლის აღწერით (ამ სიაში შედიან ადამიანები, რომლებიც 12 და მეტ თვეს მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში) :

სულ 3.929.581 ადამიანი:

ქართველი – 3.303.073 / 84.1%
აზერბაიჯანელი – 268.832 / 6.8%
სომეხი – 169.296 / 4.3%
რუსი – 42.545 – 1.08%
ინდოელი – 23.996 / 0.62%
უკრაინელი – 14.443 / 0.37%
ოსი 12.611 / 0.32%
არაბი – 12.533 / 0.32%
იეზიდი 11.324 / 0.29%
ბელარუსი – 4.558 / 0.12%
ირანელი 4.304 / 0.11%
აფხაზი – 907/ 0.02%

(შენიშვნები:
1. ჯამში, საქართველოში მაცხოვრებლების 1% – ზე ნაკლები, 23.300 ინდოელების (0.62%) და 12.611 არაბების / (0.32%) უდიდესი უმრავლესობა, ძირითადად ყველა სამედიცინო განხრის სტუდენტები არიან, რომლებიც საქართველოს დიპლომის მიღების მერე პრაქტიკულად ყველა თავის სამშობლოში ბრუნდება თავის ქვეყანაში წარმატებული საექიმო კარიერის გასაკეთებლად.
2. 907 ეთნიკურ აფხაზში იგულისხმება მხოლოდ ის პირები ვინც აქეთ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და არა ოკუპირებულში).“

თეგები: გურამ ფალავანდიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ

13:10 09-21-2026
ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!

12:54 09-21-2026
Სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა
ახალი ამბები

Სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა

12:32 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved