შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი სარჩელი მომზადდა და სასამართლოს დღეს ჩაბარდება. სარჩელს დაემატა პარტია გახარია-საქართველოსთვის:
“სარჩელი მომზადდა, ხელმოწერილი არის და ფიზიკურად, მე მგონი, დღეს ჩაბარდება. ვინაიდან შაბათ-კვირა იყო, დღეს ჩაბარდება საკონსტიტუციო სასამართლოს, მათ შორის, საჯარო იქნება ეს სარჩელი და ყველამ შეგიძლიათ ნახოთ და წაიკითხეთ.
გახსოვთ, ის კამპანია 2024 წელს, რომ 4 პარტია არის: 4, 5, 9, 25-დან ნებისმიერს მიეცით აქედან [ხმა], ქართულ ოცნებას არა… რატომ? იმიტომ, რომ შენი არჩევანი ამ ოთხიდან 1 არჩევანს ნიშნავდა მაინც. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, მაგრამ, რა თქმა უნდა, სხვა არგუმენტებიც არის. რა არ გააკეთეს, ამაზეა საუბარი. 2024 წლის არჩევნების შემდეგ, 1 წელი ისინი ბოიკოტს უცხადებდნენ პარლამენტს და არ აღიარებდნენ არჩევნებს, არ შემოდიოდნენ პარლამენტში და პირველი თორმეტეულისთვის მოგვიწია მანდატების შეწყვეტა. როცა შემოვიდნენ, შემოვიდნენ 4 ოქტომბრის შემდეგ, მათ შორის თქვეს, რომ აი, ჩაიშალა 4 ოქტომბერიო და იმიტომაც შევდივართო, განაცხადა მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა… ეს 1 წელი ჰქონდათ მათ შესაძლებლობა, რომ ეღიარებინათ საკონსტიტუციო წესრიგი, რასაც მანამდე არ აკეთებდნდნ, ეღიარებინათ არჩევნები, ეღიარებინათ ინსტიტუციები, რასაც არ აკეთებენ დღემდე, კონსტიტუციურ წესრიგს არ აღიარებენ, მათაც რომ ჰკითხოთ, ასე ცალყბად არიან…
თუკი ჩვენ ვთანხმდებით იმაზე და ვიცით, რომ ეს არის ერთიანი ორგანიზმი, ნაციონალური მოძრაობის ერთი ორკესტრირებული ჯგუფი და თუკი არაკონსტიტუციურად მივიჩნევთ გახარიას პარტიასაც, მაშინ რატომ არ უნდა იყვნენ სარჩელში.” – განაცხადა პაპუაშვილმა.











კომენტარები