• რეკლამა
  • კონტაქტი
21:04, სამშაბათი, 8 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, შენი ბოლოდროინდელი კრუნჩხვები, იმიტომ ხდება, რომ შენი ტყუილების დრო დასრულდა” – ალექსანდრე რაქვიაშვილი ნიკა გვარამიას

ალია ავტორი - ალია
19:17 09-08-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
192

ალექსანდრე რაქვიაშვილი ნიკა გვარამიას მიმართავს:

,,ნიკა გვარამიაზე

ნიკა,
ჩემსა და შენს შორის იცი რა განსხვავებაა? მე ბიძინა ივანიშვილს შევხვდი და არასდროს დამიმალავს ეს. პირდაპირ კითხვაზე პირდაპირი პასუხი გავეცი. შენ კიდევ ვისგან 40 მილიონი გაქვს აღებული არ ამბობ და დღემდე ვერ ბედავ აღიარებას.

კი, 40 მილიონი და არა 10 მილიონი, როგორც შენ წერ. ნებისმიერ დისკუსიაში, შენივე ცესკოში წარდგენილი დოკუმენტებით დაგიმტკიცებ, რომ ტყუილია, ვითომ შენ მხოლოდ 10 მილიოინი დახარჯე არჩევნებზე. იმასაც დაგიმტკიცებ, რომ სულ ფიქტიური ჩარიცხვებით გაქვს ეს ფული ანგარიშზე შეტანილი. და იმასაც, რომ ეს არანაირი გილაურის ფული არ იყო. ეს ყველამ იცის ოპოზიციაში და ამიტომაა, რომ ყველა დებატს გაურბიხარ ამ თემაზე. შენც და შენი პარტიის წევრები. აგერ, სულ რაღაც გუშინაც დაფრთხი.

და მეორე. „მიტინგებზე გვარბევდნენ, ესენი კი ბიძინას ხვდებოდნენო“. მე, ჟურნალისტის კითხვას, 2024 არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ იყო შეხვედრაო, არჩევნების შემდეგო, ვუპასუხე. დავიჯერო, ასეთი სულელი ხარ, რომ ვერ ხვდები, რომ ეს არ ნიშნავს 2024 ნოემბერს? ჰოდა, არათუ 2024 წლის არჩევნების, არამედ 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ იყო ეს შეხვედრა, 2025 წლის ბოლოს. ასე რომ, მთელი შენი და შენი შნირების ისტერიები ამ თემაზე, შენივე ფანტაზიებია.

ჰოდა, შენი ბოლოდროინდელი კრუნჩხვები, იმიტომ ხდება, რომ შენი ტყუილების დრო დასრულდა. შენ რომ აფერისტი ხარ, ჩვენ ეს 2024 წლის არჩევნებამდეც ვიცოდით, მაგრამ მაშინ შენ ვიღაც ხალხს ოპოზიციონერი ეგონე. ახლა კი ყველა ყველაფერს ხვდება და თუ კიდევ ვინმე ვერ ხვდება, მალე მიხვდება. არ მეთანხმები? გაბედავ დებატებს? არ გინდა, რომ ხალხმა განსაჯოს, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი? ერთი კაცი გყვავდა, ვისაც დებატების არ შეეშინდა, და ის ციხეში გყავს, და მეორე კაცი, ეჭვი მაქვს, არ მოგეძებნება.“

,, ახლა ჩავთვალე, რომ დრო დადგა, ეს მეთქვა” – ნიკა გვარამიას სკანდალური წერილი

თეგები: ალექსანდრე რაქვიაშვილინიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

14:18 09-08-2026
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
ახალი ამბები

500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

12:49 09-08-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

12:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved