• რეკლამა
  • კონტაქტი
07:04, შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,სიმართლე ურმით მოდის, მაგრამ მოდის… ჯერ ყველაფერი წინაა!” – რას წერს ღარიბაშვილის ადვოკატი?

ალია ავტორი - ალია
17:43 09-08-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,771

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, ლილი გელაშვილი ჯუანშერ ბურჭულაძის შესახებ პროკურატურის გამოქვეყნებულ განცხადებას აზიარებს და წერს:

,,მაინტერესებს, დარჩა კიდევ ვინმე, ვისაც კიდევ ეჭვი ეპარება ირაკლი ღარიბაშვილისთვის ციხეში შეგზავნილი წერილის ავთენტურობაში?
სიტყვა-სიტყვით არ სრულდება?
ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის ნათესავს ნაკლები ბრალდების ეპიზოდების პირობებშიც კი, მიუხედავად ბრალდებულთა სურვილისა, არ გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება და 10 წლით თავისუფლების აღვეთა მიესაჯათ, ხოლო ახალი, უფრო მძიმე ბრალდების პირობებში, სასჯელი 3 წლამდეც შეუმცირდათ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილისთვის დაებრალებინათ არარსებული დანაშაული!!!
ქრთამი- ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, გარდა პირის ჩვენებისა, რომელმაც ამ ჩვენებით მიიღო სამართლებრივი სარგებელი, სასჯელის არათუ განახევრება, არამედ რეალური სასჯელის მესამედი!
მე, როგორც ადვოკატი, სხვის საქმეს არ განვიხილავ, ყველას თავისი “სიმართლე” და ღირსება აქვს, მაგრამ ვისაც ეჭვი გეპარებოდათ, ვინც აბსურდულს უწოდებდა წერილს, რომელიც პირდაპირ ადასტურებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ მიმდინარეობს არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური ნიშნით დევნა, კიდევ ვერ დარწმუნდით?
სწორედ ბრალის ასეთი ფორმულირებას გულისხმობდნენ, როცა ღარიბაშვილის პოლიტიკაში მობრუნების 1-%- იან დასაშვებობის გადაზღვევაზე წერდნენ!
რუბიკონი გადალახულია!
მივმართავ პროკურატურის მაღალჩინოსნებს: რამდენი ათასობით საქმე განიხილეთ და დღემდე იხილავთ 2012 წლამდე უკანონოდ, უსამართლოდ და ბევრიც პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და გაუბედურებული ადამიანებისას? ბევრი გინახავთ საქმე, სადაც ოჯახის წევრებიც კი ადებდნენ ხელს ერთმანეთს, ზოგი თავისუფლების, ზოგი სიცოცხლის სანაცვლოდ, გინახავთ შეთითხნილი ბრალდებებით, ცრუ დასმენებით ციხეში გამოკეტილი ადამიანები.
ეს იყო საშინელება, ეს იყო უდიდესი ბოროტება, რომელსაც ქართველმა ხალხმა უთხრა- არა!!!
ეს არა, მხოლოდ წარსულს არ ეხება. ეს -არა, ნიშნავს უარს და გაფრთხილებას – აღარასოდეს, არავინ არ უნდა გაბედოს ადამიანების დევნა , პოლიტიკური ნიშნით, ვიღაცის, თუნდაც სახელისუფლო ვერტიკალის მხრიდან, თორემ ისტორიას უყვარს გამეორებები!

ალბათ შეამჩნევდით, რომ სტატუსების წევრისგან თავს ვიკავებ ამ ბოლო დროს, რადგან ჩემი, როგორც ადვოკატის პრეროგატივა სამართლებრივი დავაა, ჩემი ტრიბუნა სასამართლო სხდომის დარბაზია, მაგრამ ზოგჯერ მაინც გვიწევს განცხადებების გაკეთება, მით უფრო, როცა ირაკლი ღარიბაშვილი პატიმარია და მას მარტოს უწევს ბრძოლა მთელი სახელმწიფო სადამსჯელო მანქანის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს, მაგრამ სიმართლე მაინც მოდის, მოდის ურმით, წვალებით, ოღროჩოღრო ბილიკებით, მაგრამ მაინც…
ჩემი სტატუსი მიმართულია იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯანსაღად აზროვნებს, ანალიზის უნარი აქვს და არ არის პოლიტიკურად არაჯანსაღად ანგარიჟებული (მადლობა უფალს, ასეთი ბევრია) და არა იმ ნაწილისთვის, რომელსაც აზრის გადმოცემა მხოლოდ გინებით, ქუჩური მეტყველებით ან სხვისგან ნაკარნახევი მესიჯბოქსებით შეუძლია, ვინც ფულზე იყიდება და სხვას ამუნათებს ამ დროს, ვინც ირაკლიზე “მეტად ერთგულია” ბიძინა ივანიშვილს, ან კიდევ “ჩემზე მეტად მხარდამჭერია ქართული ოცნების”. ასეთებთან კამათსაც კი არ აქვს აზრი და იცით რატომ?
ადვოკატებმა არაერთხელ განვაცხადეთ და ახლაც დავწერ- ირაკლი ღარიბაშვილის ბინდან არათუ ზოდები, არამედ ერთი ოქროს ნივთიც კი არ ამოუღიათ, ერთი ძვირფასი ნივთიც კი!!!
მაგრამ მაინც დარწმუნებით წერენ. ეს ნიშნავს, რომ ან გაიგეს, მაგრამ მაინც უნდა წერონ, რადგან ამაში ფულს უხდიან, ან წაკითხულისა და მოსმენილის გააზრების უნარი არ აქვთ!
ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა…”

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილილილი გელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved