ბლოგერი ლევან ყურაშვილი ოთარ ფარცხალაძეზე:
,,შეგახსენებთ, რომ 2023 წელს, როცა (აწ უკვე) რუსული საოკუპაციო არმიის წევრი ფარცხალაძე აშშ-მ რუსების საქმის კეთებისათვის დაასანქცირა, მაშინდელი ქ. ოცნების თავმჯდომარე კობახიძე გამოვიდა და ამ ფაქტს შემაშფოთებელი უწოდა.
მანვე აღნიშნა, რომ ასეთ ბრალდებას მტკიცებულებები სჭირდება და შემაშფოთებელია, რომ ეს მტკიცებულებები არ ქვეყნდება.
ასევე, კობახიძემვე არაკონსტიტუციური უწოდა ფარცხალაძისათვის საბანკო ტრანზაქციების შეზღუდვას.
აქედან მეორე დღეს, ერ. ბანკის პრეზიდენტმა, ნათელა თურნავამ სპეციალური საგამონაკლისო წესი დაამტკიცა: რომლითაც შეზღუდა საერთაშორისო სანქციების გავრცელება საქართველოს მოქალაქეზე მანამ, სანამ ადგილობრივი სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანდა.
ასევე, ფარცხალაძემ მალევე, სასწრაფო წესით გადააფორმა მთელი მისი ქონება საკუთარ შვილზე და იუსტიციის სამინისტრომ ყველაფერი ერთ დღეში დაურეგისტრირა.
ეს ახლა გამხდარა გარეწარი (იხ. შარმანაშვილის განცხადება), თორემ მაშინ საქართველოს მოქალაქე იყო, რომლის კონსტიტუციური უფლებები ირღვეოდა, ირაკლი კობახიძის მიხედვით.“











კომენტარები