უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, რუსლან კრავჩენკომ, გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. მან ეს გადაწყვეტილება Facebook- ზე გაავრცელა.
კრავჩენკომ პოსტიდან წასვლის გადაწყვეტილება სავარაუდოდ, თაღლითური ქოლცენტრების და აქტივების გათეთრების სკანდალის შემდეგ მიიღო.
ადგილობრივი მედია აქტიურად წერს, რომ ანტიკორუფციულმა ბიუროს თანახმად, დანაშაულებრივი ჯგუფი გენერალური პროკურორის მფარველობით მოქმედებდა.
გამოძიების ფარგლებში დააკავეს ათობით პირი, მათ შორის იყო საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეც, რომელთანაც პირდაპირ კავშირზე იყო გადამდგარი მთავარი პროკურორი
„ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. და მე ის შეგნებულად მივიღე. არ მინდა, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობა პოლიტიკური დაპირისპირების ინსტრუმენტად იქნას გამოყენებული. ბრალდებებთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია უცვლელი რჩება“, – წერს კრავჩენკო.
მან ასევე მადლობა გადაუხადა კოლეგებს, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს. კრავჩენკომ განსაკუთრებით ახსენა ისინი, ვინც სასამართლოში ბრალდების მხარეს წარმოადგენენ, დაზარალებულებთან მუშაობენ, რუსული დანაშაულების დოკუმენტირებას ახდენენ და სახელმწიფოს ინტერესებს იცავენ.











კომენტარები