• რეკლამა
  • კონტაქტი
12:03, შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ეს ფენომენი ეკონომიკაში „რაკეტისა და ფოთლის ეფექტის“ სახელითაა ცნობილი” – რომან გოცირიძე საწვავის ფასების ზრდაზე

ალია ავტორი - ალია
23:54 09-07-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,894

ეკონომისტი, ყოფილი პარლამენტარი რომან გოცირიძე:

,,საწვავის ფასმა ისევ მოიმატა.

რატომ ხდება, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირება ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასების სწრაფ ზრდას იწვევს, ხოლო მსოფლიო ბაზარზე ფასების შემცირება ადგილობრივ ბაზარზე ფასებს ნელა და არასათანადოდ ამცირებს?

მორიგ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე ახლა. ბოლო ერთ თვეში საქართველოში ბენზინის ფასი სწრაფად, დაახლოებით 35 თეთრით გაიზარდა.

ეს ფენომენი ეკონომიკაში „რაკეტისა და ფოთლის ეფექტის“ სახელითაა ცნობილი-ფასები ზემოთ რაკეტასავით სწრაფად მიფრინავს, ხოლო ქვემოთ ფოთოლივით ნელა ეშვება.

ქართულ ბაზარზე ეს ფენომენი განსაკუთრებით თვალშისაცემია. რა არის ამის მიზეზი?

-დაბალი კონკურენცია და ოლიგოპოლიური ბაზარი. ოლიგოპოლია არის ისეთი საბაზრო სტრუქტურა, სადაც მთლიან ბაზარს ან მის უდიდეს ნაწილს მხოლოდ რამდენიმე მსხვილი კომპანია აკონტროლებს. ჩვენთან რომ ასეთი მდგომარეობაა, მგონი ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.

-კარტელური გარიგება. ეს არის ოლიგოპოლიურ ბაზარზე მოქმედი კომპნიების ფარული შეთანხმება, რომლის მიზანიც კონკურენციის შეზღუდვა და მაქსიმალური მოგების მიღებაა. კონკურენციის ნაცვლად ეს კომპანიები მოქმედებენ როგორც ერთი ჯგუფი (მონოპოლია) მომხმარებლის ხარჯზე.

კარტელური გარიგების ძირითადი ფორმებია:
-ფასების დაფიქსირება: კომპანიები თანხმდებიან, რომ პროდუქტზე ან მომსახურებაზე შეინარჩუნონ ხელოვნურად მაღალი ფასი და არ დაიწყონ „ფასების ომი“.
-ბაზრის გაყოფა: ბაზრის გადანაწილება გეოგრაფიული ან მომხმარებელთა სეგმენტების მიხედვით, რათა ერთმანეთს კლიენტები არ წაართვან.
-წარმოების ან იმპორტის შეზღუდვა: პროდუქციის მიწოდების ხელოვნურად შემცირება, რაც ბაზარზე დეფიციტს ქმნის და ფასს მაღალ ნიშნულზე ინარჩუნებს.
-ტენდერების შეთანხმება: სახელმწიფო შესყიდვებში წინასწარ შეთანხმება, თუ ვინ გაიმარჯვებს და რა ფასად, რათა თითოეულმა კომპანიამ რიგრიგობით მიიღოს მოგება. ამ უკანასკნელს ბევრჯერ გადავყრილვარ ეროვნულ ბანკსა თუ პარლამენტში საქმიანობის დროს-კომპანიები არ მონაწილეობენ ტენდერში ან შეგნებულად მაღალ ფასს ითხოვენ, რათა „წააგონ“ სხვის სასარგებლოდ. მსგავსი მიდგომა განსაკუთრებით გაბატონებული ტენდენციაა საგზაო მშენებლობის დროს.

კარტელური გარიგება უკანონოა. იგი აზიანებს მომხმარებელს, რადგან მას ართმევს დაბალი ფასისა და უკეთესი ხარისხის არჩევის შესაძლებლობას.

საქართველოში კარტელურ გარიგებებს აგრეთვე ხელს უწყობს ანტიმონოპოლიური სამსახურის (კონკურენციის ეროვნული სააგენტოს) უკიდურესად არაეფექტიანი და პოლიტიკურად მოტივირებული საქმიანობა.

რატომღაც ჩვენთან საწვავზე ფასების შემცირების ერთადერთ გზად აქციზის შემცირება ესახებათ. არსებულ ვითარებაში მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აქციზის თანხის დიდი ნაწილი ბიუჯეტის ნაცვლად კარტელურად გარიგებული ნავთობკომპანიების ყულაბაში დაილექება. ფასები უმნიშვნელოდ დაიწევს, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს ცვლილებები აისახება ფასებში, შემდგომი საქმიანობა გაგრძელდება ტრადიციული, „რაკეტისა და ფოთლის ეფექტით“.

არსებული რეალობის შეცვლის გარეშე მსგავსი გადაწყვეტილება უშედეგო იქნება.“

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved