ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი:
,,ჰენრის ფინანსურ პირამიდაში კარგად ჩანს, რა დამოკიდებულება აქვს ზოგიერთ ქართველს ერთმანეთის მიმართ – ერთმანეთის გამოყენება, მოტყუება, დარწმუნება და პირადი მატერიალური სარგებლის მიღება.
ახლა წარმოიდგინეთ, რომ ჰენრი არის „ოცნება“, ხოლო ის თქვენი ახლობლები, რომლებიც არჩევნების წინა დღეს გირეკავენ, გაძალებენ, გაშინებენ ან უბრალოდ გთხოვენ, რომ არჩევნებზე მიხვიდეთ და ხმა „ოცნებას“ მისცეთ, თქვენს წინაშე ისეთივე პასუხისმგებლობას ატარებენ, როგორსაც ჰენრის ფინანსური პირამიდის მონაწილეები.
ოღონდ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით: ისინი, ვინც არჩევნებზე თქვენი ნების წინააღმდეგ მოქმედებას ცდილობენ და „ოცნებისთვის“ ხმის მიცემას გთხოვენ, მხოლოდ თქვენს წინაშე კი არა, ქვეყნის წინაშეც არიან პასუხისმგებლები – წარსულის ისტორიის, დღევანდელობისა და მომავალი თაობების წინაშე.
„ოცნება“ რომ მატყუარების ბუდეა, ეს თქვენც კარგად იცით.
უბრალოდ, ხშირად უფრო ადვილია, დაუჯერო საკუთარ ახლობელს – ადამიანს, რომელსაც ენდობი, რომელიც გირეკავს, გთხოვს და გარწმუნებს.
მაგრამ დაფიქრდით: რატომ უნდა მივცეთ ვინმეს უფლება, ჩვენი ნდობა საკუთარი ფინანსური ან პოლიტიკური ინტერესისთვის გამოიყენოს?
ახლობელი შეიძლება გიყვარდეს და ენდობოდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი არჩევანიც აუცილებლად სწორი უნდა იყოს.
არჩევნებზე მიდიხარ შენი ქვეყნის, შენი მომავლის და საკუთარი არჩევანის გამო – არა სხვისი თხოვნით. იგივეა ფინანსურ ინვესტიციაზეც.“











კომენტარები