• რეკლამა
  • კონტაქტი
19:54, კვირა, 6 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ნიკუშამ თბილისში 6 თვე იმუშავა “ბოლტის” კურიერად, ველოსიპედით დაჰქონდა ვაკე-საბურთალო-მთაწმინდაზე შეკვეთები“ – მიხეილ სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:57 09-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
469

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,ჩემმა შვილმა ნიკოლოზმა სწავლა დაიწყო ამერიკის ერთ-ერთ კარგ უნივერსიტეტში. ის ამ მხრივ აგრძელებს ჩემი და ედუარდის გზას. მას სწავლის საფასურს თავად უნივერსიტეტი უფარავს, რაც ამ უნივერსიტეტის არჩევისას გადამწყვეტი ფაქტორი იყო.

თბილისში სკოლის დამთავრების შემდეგ, ნიკუშამ აიღო ორ წლიანი პაუზა ჯერ თბილისში 6 თვე იმუშავა “ბოლტის” კურიერად, ველოსიპედით დაჰქონდა ვაკე-საბურთალო-მთაწმინდაზე შეკვეთები, შემდეგ ორი თვე მეგობართან ერთად მოიარა მთელი საქართველო – 80% ფეხით და 20% გამვლელი მანქანებით, ამის შემდეგ იაპონიის საელჩოს დახმარებით გაემგზავრა ტოკიოში, თბილისში სკოლის დროს ნასწავლი იაპონურის დასახვეწად.

ბოლო 1 წელი კი გაატარა ინდოეთში, საერთაშორისო ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში ეხმარებოდა იქაურ გლეხებს მიწის დამუშავებაში და სწავლობდა ჰინდის. ბოლოს კი ძალიან გვანერვიულა, იმიტომ რომ მაინცდამაინც ნეპალ-ტიბეტის უბედურების დროს, გადასული იყო ტიბეტში და რაღაც ხნით კავშირზე არ გამოდიოდა.

მინდა აღვნიშნო, რომ ნიკუშა ჩემს შვილებს შორის ალბათ ყველაზე მეტად მგავს მე გარეგნობით, მანერებით, ტემპერამენტით და თან გამოყვა პოლიტიკისადმი ჩემი ცხოველი ინტერესი. მიუხედავად ყველა უბედურებისა რაც პოლიტიკამ მოუტანა ჩვენს ოჯახს.

ხოდა ვინაიდან მასთან ტელეფონით დარეკვა აკრძალული მაქვს, მინდა აქ მივმართო: ნიკუშ მეც და ედუარდიც ძალიან კარგად ვსწავლობდით, ამერიკაში და შენ არამხოლოდ არ უნდა ჩამოგვრჩე, არამედ უნდა გვაჯობო, მიაღწიო წარმატებას და შემდეგ კი საქართველო გელოდება და მის ხალხს უნდა ემსახურო.

წარმატებები
Good Luck to You Kiddo!
Make us Proud!”

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved