• რეკლამა
  • კონტაქტი
18:00, პარასკევი, 4 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სისტემის ჩამორღვევაა, როცა ერთმანეთს მკვლელობას აბრალებენ” – ხოშტარია

ალია ავტორი - ალია
16:14 09-04-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
111

“დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია ექს პრემიერის წერილებს ეხნაურება და”  თვლის, რომ ივანიშვილის გუნდმა რღვევაა დაიწყოო.

„ღარიბაშვილის კრიზისი და წერილები ორი თვალსაზრისით უნდა შევაფასოთ. ერთი ეს არის სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ეს არის დაუფარავი აღვირახსნილობა, კრიმინალური უკანონობა, რომელიც არც იფუთება, არც მალავენ, რომ კრიმინალური წესებით მოქმედებენ. ასევე, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ირაკლი ღარიბაშვილი ამ კონკრეტულ მომენტში არის მსხვერპლი, მისი უფლებების რღვევა არის დაუშვებელი და აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკურად როგორ ვუყურებთ მას, არც იმას აქვს მნიშვნელობა, თამაშის ნაწილია თუ არა, ფაქტია, რომ მისი უფლებები ირღვევა, წერტილი. რაც შეეხება პოლიტიკურ კონიუნქტურას, ეს ნიშნავს ცალსახად „ქართულ ოცნებაში“ უკვე ძალიან შესამჩნევ რღვევას. თუ გახსოვთ ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობდით, რომ გამარჯვების გზა არ არის სტანდარტული, არ არის მარტივი, როდესაც იცი, რომ არჩევნებია და იქ მოიგებ და წავა ან რომ რევოლუციაა და იმ დღეს მორჩება. მაგრამ რაც არის კონკრეტული, მკაფიო და დამახასიათებელი დიქტატურებისთვის, ეს არის სისტემის რყევის და შესაბამისად, საბოლოო ჩამორღვევის გზა.

სისტემის ჩამორღვევა, რომელიც ნამდვილად ჩანს და ჩანს იმაში, რომ ერთმანეთს მკვლელობას აბრალებენ, არის ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ფიგურები, ეს აღარ არის რაღაც პატარა გადაადგილებები. ეს არის ნამდვილად რღვევა და ეს მოვიდა სამი კონკრეტული გზით.

პირველი და ყველაფრის საფუძველი არის არაღიარება – ის, რომ პოლიტიკურმა კლასმა არ აღიარა არც ერთი თვალსაზრისით ეს ხელისუფლება, ამან შექმნა საფუძველი როგორც საერთაშორისო არაღიარების, ასევე საპროტესტო მოძრაობის, იმიტომ, რომ ამან არ მისცა საშუალება, რომ ამ მოპარული ხელისუფლებისთვის დაერქმიათ ხელისუფლება. ანუ არაღიარება არის ამ რღვევის საფუძველში. ამან შეუქმნათ მათ მუდმივი კრიზისი. მეორე და ალბათ, მთავარი, ეს არის პროტესტი, რომელიც მათ ეგონათ, რომ მინელდებოდა და არაფრით, არც ერთი ხერხით არ მინელდა

ესეც არის კრიზისის შენარჩუნების გზა. აქ ერთ რამეს მინდა რომ ხაზი გავუსვა – ხშირად ვამბობთ, რომ რა აზრი აქვს ამ აქციაზე რომ გავდივარ, რა აზრი აქვს კიდევ ერთხელ რომ გავალთ, რა აზრი აქვს სამასი ათასი ვიქნებით თუ ხუთასი ათასი, მაინც არაფერი არ იცვლება, რა აზრი აქვს პარლამენტში რომ არ შევედით, რა აზრი აქვს სანქცია რომ მიიღეს, ნახეთ აქ რა არის მთავარი გასაღები: ერთი გასვლით არ მთავრდება რეჟიმი, მაგრამ ამ გასვლათა ჯამით, ჯამით არაღიარების, დაუმორჩილებლობის, ამდენი დღე გასვლით, ეს ქმნის ერთად იმ ძალას, რომელიც სისტემას არღვევს. ანუ თქვენ დღეს რომ გახვედით, შეიძლება გგონიათ, რომ შედეგი არ მოაქვს, მაგრამ ეს იმ ყულაბაში იყრება, რომელიც სისტემას არღვევს. და, რა თქმა უნდა, მესამე და უმნიშვნელოვანესი ამ ბრძოლის ხერხებში არის საერთაშორისო სანქციები, ოღონდ საერთაშორისო სანქციები მოაქვს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩვენ არ ვთანამშრომლობთ რეჟიმთან და არ ვაღიარებთ და არის გაუთავებელი აქციები. ამიტომ, ძალიან მინდა, რომ გარდა ზოგადი შეფასებისა, რაც ხდება ახლა „ოცნებაში“, ყველა მოქალაქემ იამაყოს იმით, რომ მათი შეუპოვარი, რთული და ერთი შეხედვით ხელშეუხებელი, იმ წამს რომ ვერ იგრძნობ, ისეთი ბრძოლა, უკვე ნიშნებს ნამდვილად აჩვენებს, საბოლოო ჯამში, როცა იწყება რღვევა, ის გარდაუვალია, რომ დაასრულებს, რეჟიმს, უბრალოდ მოთმინებით უნდა გავაგრძელოთ იმავეს კეთება ბოლომდე“.- განაცხადა ხოშტარიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

14:01 09-04-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved