საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:
ჩემთვის უკვე თვეზე მეტია დანამდვილებით არის ცნობილი (ამ პატარა ციხეში სწრაფად ვრცელდება ინფორმაცია) რომ ღარიბაშვილს ისტერიულად ეშინია მოწამვლის. თუ როგორ ხდება ციხეში მოწამვლა ღარიბაშვილმა ყველაზე კარგად იცის, არა ყურმოკრულად ვიღაცისგან.
ასევე ეშინია სასეირნოდ გასვლის (დღეში ერთხელ ეკუთვნის) იმიტომ რომ იქ ძირითადი კორპუსის გარეთ მარტო აღმოჩნდება და ადვილია მოულოდნელად “თავის ჩამოხრჩობა.” ციხეში მიცემულ წამლებსაც არ იღებს, რადგან მოწამვლის ეშინია.
(…)
ღარიბაშვილი ნამდვილად კრიმინალური ურჩხულია, მაგრამ ურჩხულსაც აქვს ადამიანის უფლებები და განსხვავებით ქოცებისგან, რომელთაც დღემდე უხარიათ ჩემი ციხეში წამება, მოწამვლა და შევიწროება, მე ნამდვილად ვთვლი რომ ღარიბაშვილთანაც კი არ შეიძლება ასე მოპყრობა.
ციხის თანამშრომლები ამბობენ რომ რაც ასეთი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის პატიმარი არ ჰყოლიათ და ასევე არანაირი ცალკე აღებული კობახიძის, ღარიბაშვილს არ ეშინია, ვინ ვინ და “ტრი-ტრი ანტუანმა” ყველაზე კარგად იცის თუ ვინ შეიძლება გასცეს საქართველოში მისი ლიკვიდაციის ბრძანება.
კობახიძე ისეთივე არარაობაა, როგორც ღარიბაშვილი.
უბრალოდ ახლა ის საფრთხეს წარმოადგენს, იმდენად რამდენად სწორად ის აზის პატრონის ყურს.
ფაქტია, რომ ეს მაფიოზური სინდიკატი საშიშია არა მხოლოდ სინდიკატის ყოფილი წევრებისთვის, არამედ თითოეული ქართველისთვის.
სანამ იარსებებს ეს მაფიოზური დაჯგუფება, მანამ ყოველთვის იქნებიან “ხარებები” და “თვითმკვლელობების” ადგილზე შეტრიალებული სამეთვალყურეო კამერები და სულ უფრო მეტი ადამიანი გამოესალმება სიცოცხლეს. მოქმედების დროა!











კომენტარები