რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და ყოფილ პრემიერ-მინისტრის გამოკითხვა დაიწყეს.
ირაკლი ღარიბაშვილის ჩვენება მოჰყვა მის წერილის, სადაც ლაზარე ჯორბენეძის გარადაცვალებაზე და ზოგადად, თვითმკვლელობების საქმეეზე წერდა, თუმცა, ადვოკატი ამტკიცებს, რომ არც წერილში ყოფილა რამე მინიშნება და არც არაფერი იცის მეტი ღარიბაშვილმა.
„ვერ გეტყვით, რა კითხვები ექნებათ. ირაკლი ღარიბაშვილი [გამოძიებას] იმაზე მეტ ინფორმაციას ვერ მიაწვდის, რაც მან უკვე განცხადებაში აღნიშნა. უნდა შევიდე და გავესაუბრო. [წერილში] არაფერზე არ მიუთითებდა. ადამიანმა აღნიშნა კიდევაც, რომ რამდენიმე დღით ადრე გაიგო ეს ამბავი და ფიზიკურად, სხვა ინფორმაცია ვერც ექნება. ამ ეტაპზე, დამატებით ვერაფერს გეტყვით“,- განაცხადა ნათია თამაზაშვილმა











კომენტარები