კოალიცია ცვლილების წევრი, ანი ქავთარაძე:
,,მას შემდეგ რაც “რაც გინდა ის დაუძახეთს” წერილების სერია დაიწყო, არაერთმა ადამიანმა ‘ბაბლში’ აღნიშნა, რომ ოპოზიციამ არ უნდა იხუმროს ამ თემაზე და რომ ამ ოპოზიციის დამსახურება სულაც არ არის ის, რაც ხდება დღეს საქოცეთში, რომ ოპოზიცია უსაქმურია, მიტაცებულია, მკვდარია და ა.შ.
მე კი მინდა გითხრათ, რომ ამ პროცესის დიდი წილი სწორედ ოპოზიციის იმ ნაწილის დამსუხრებაა, რომელმაც გაყალბებული არჩევნების შემდეგ იარა სწორხაზოვნად და თანმიმდევრულად, უარი თქვა მანდატებზე, ხელფასებსა და დაფინანსებაზე!
მათი, ვინც არალეგიტიმურს არალეგიტიმური უწოდა და დაიწყო დელეგიტიმაციის, ხანრძლივი პროცესი!
მათი, ვინც ეს ყველაფერი მოთმინებით და დეტალურად დაუღეჭა საერთაშორისო საზოგადოებას!
მათი, ვინც არალეგიტიმურ კომისიებზე არ გამოცხადდა!
მათი, ვინც სანაცვლოდ რეპრესია და ციხე იგემა!(ზოგმა პირველად არა და შესაძლებელია, არც უკანასკნელად).
მათი, ვინც რუსულ სპეცოპერაციას, ანუ, ადგ. თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა!
და რა თქმა უნდა ხალხის, რომელიც კობახიძის გამოსვლამდე და მას შემდეგ, ქუჩაში გამოვიდა!(აქ ცალკე აღსანიშნავია საზოგადოების ღვაწლი და რადგან პოსტი პოლიტიკოსებზეა, აღარ განვავრცობ).
უამრავი ეთერი შემიძლია ამოვიღო, სადაც ვსაუბრობთ სწორედ თანმიმდევრულობასა და ბოლოს- ჩამოშლაზე!
აქვე, ჩამოშლაში რომელიმე უწყების კედლები ნამდვილად არავის უგულისხმია…
ჰო და როგორც ჩანს, სათანადოდ ვერც განიმარტა და ვერც შეფასდა თავის დროზე,(დღეს, ბევრი, “გადაღლილი” ანალიტიკოსი რომ შეცდომას უწოდებს). მანდატების ამბავი და მისი წვლილი, რომელმაც პარლამენტში მორიგი, 4 წლიანი საცირკო წარმოდგენა ჩაშალა და დასაბამი დაუდო იმას, რაც დღეს საქოცეთში ხდება.
არა! ქოცები ქოცის ტყავს არასდროს დახევდნენ(დღესაც ცდილობენ და უკვე ვეღარ გამოსდით), რომ ყოლოდათ ოპო პარლამენტში, რომ ყოფილიყვნენ საერთაშორისოდ აღიარებულნი, რომ
მათ ბატონს არ ჰქონოდა უამრავი, მოუგვარებელი პრობლემა, დიდი მოცულობის ფულის დანაკარგით, არსებული და მოკავალი რისკებით, რომელსაც ვერ აგვარებენ, მისი, მსახურად დავარდნილი “ლიჩნიკები”, მიუხედავად იმისა, რომ მათ, ყველა ზომის და წონის ფულის ჭამის ნებართვას აძლევდა.
კი, კრიტიკაც მოსულა, შეცდომებზე მითითებაც და შეიძლება დამუნათებაც, მაგრამ რაშიც უდიდესი რესურსი და მსხვერპლია გაღებული, იმას მაინც ნუ აბითურებთ ხოლმე
პატივისცემით და სიყვარულით,
რიგითი ოპოზიციონერი)))
#თავისუფლებარეჟიმისტყვეებს











კომენტარები