• რეკლამა
  • კონტაქტი
09:30, ოთხშაბათი, 10 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მერია 6000 ლარით დაეხმარა და 5500-ს უკან სთხოვენ“

ალია ავტორი - ალია
17:12 07-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

შარშან, ნოემბერში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიას  მკვიდრს,   65 წლის   ნელიკო მარღიას  სახლი დაეწვა და თუ რამ სარჩო–საბადებელი გააჩნდა, ისიც ცეცხლმა შთანთქა.  ქალბატონი ნელიკო სოციალურად დაუცველია  და როგორც იტყვიან, გაჭირვებულს ქვა აღმართში  დაეწია. წალენჯიხის მერია   6 000 ლარით დაეხმარა მარღიას.  ამ  6 000  ლარით, მეზობლებისა და კეთილი ადამიანების დახმარებით, საძროხეში,რომელსაც უკან შეშის  დასაწყობიც  ჰქონდა,  ერთი ოთახი აიშენა   და იქ შეაფარა თავი. თუმცა, ზამთარში ეს „სახლი“  საცხოვრებლად  გამოუსადეგარია.  სოფელ ლიას რწმუნებული,  ვახტანგ კვირკველია  შეპირდა, რომ  სახელმწიფო  30 კბ. მ. ხის მასალასაც გამოუყოფდა.  ვახტანგ კვარაცხელიამ, წერილობითი  რეკომენდაცია გაუწია ნელიკო მარღიას წალენჯიხის მერიაში, რომ მისთვის 30 კბ.მ. ხის მასალა მიეცათ. წალენჯიხის ვიცე–მერმა, კახა შეროზიამ  შესაბამისი დოკუმატაცია გაამზადა და სატყეო სამსახურს გაუგზავნა, რომ მარღიასთვის მიეცათ საბუთი,  ნებართვა 30 კბ. მ. ხის მასალის მოჭრაზე.

 თავად ნელიკი მარღია აცხადებს, რომ შემდეგ, წალენჯიხის სატყეოს უფროსმა, ზაზა კვარაცხელიამ უთხრა,  თქვენს სახელზე,  მერიიდან  მოსულია თანხმობა, რომ 30 კბ. მ. ხის მასალა გეკუთვნით, ოღონდ საბაზრო ღირებულების ფასი  ექნებოდა გადასახდელიო.  თუ ფულს გადაიხდიდა, ეს როგორი დახმარებაა? 30 კბ. მეტრი ხის მასალის შესაძენი  ფული რომ ჰქონდეს ქალბატონ ნელიკოს, მაშინ რაღად სთხოვდა გამგეობას მასალით დახმარებას? „ეს 6 000 ლარი რომ მომცეს, ჩემი მაზობლის,  ქალბატონ ნინო სამუშიას დამსახურებაა. თუ ვინმე იყო გამგეობაში, ყველა შეაწუხა და გვერდით დამიდგა. იმ ფულით, სახლის მაგვარი რაღაც  კი ავიშენე, მაგრამ  6 000 ლარი მოგეცითო, მითხრეს და მომიხსნეს სოციალური დახმარება, დავრჩი შემწეობის გარეშე, პენსიის ამარა.   ის ხის მასალა, სიმართლე გითხრათ, იმიტომ მინდოდა, რომ   გამეყიდა, გარკვეული თანხა სახლისთვის დამეხარჯა  და ნაწილით თავი გამეტანა. რაც მთავარია, ჩიყვის ოპოერაცია გამეკეთებინა, რომელმაც გამიმწარა სიცოცხლე.  ახლა დავრჩი სოციალური დახმარების გარეშე და აღარც ხის მასალას მაძლევენ, რომ ცოტა ამოვისუნთქო. მატოხელა ქალი ვარ და არ ვიცი,  რა წყალში გადავვარდე“–განუცხადა „ალიას“ ნელიკო მარღიამ.

„ალია“  ნინო სამუშიასაც ესაუბრა:

– ქალბატონი ნელიკოს მძიმე მდგიმარეობით, მთელი სოფელი შევწუხდით. მე მთხოვა დამხმარებოდი, რადგან თვითონ ასაკის გამო, ვერ ახერხებს ყველა საჭირო ინსტანციაში მისვლას და არც კანონებსა და  პროცედურებშია გარკვეული. ის 30 კბ. მეტრი ხის მასალა, რომელსაც შეპირდენ, კანონით ეკუთვნის, რადგან სახლი დაეწვა, სტიქიურად საზარალებულია.   ამ მასალის მისთვის მიცემა ადგილობრივი ხელისუფლების ვალდებულება და არა გულმოწყალება. მარტში შეპირდა ზაზა კვარაცხელია მასალის მიცემას,  ერთად ვიყავით მასთან მე და ნელიკო მარღია, მაგრამ მაისში მივიდა მარტო და თანხის შეტანა სთხოვა, 5 500 ლარის. გესმით? 6 000 ლარით დაეხმარნენ და 5 500 ლარს  უკან  სთხოვენ 30კბ.მ.  მასალაში 5 500 ლარი და ამ ხის  მასალის ყიდვის თავი რომ ჰქონდეს ქალბატონ ნელიკოს, რაღა უჭირს? რაღაში დასჭირდებოდა ეს მასალა? დახარჯავდა იმ ფულს და მოიგვარებდა იმ პრობლემების  ნაწილს, რაც გააჩნია.  ჩვენი თხოვნა იყო, მიეცათ მისთვის საბუთი, ნელიკო გაყიდდა  მასალას და მოიმართავდა ადამიანი ხელს.   როგორ მოიქცეს ქალბატონი ნელიკო, აღარ იცის.  სოფლის   წმუნებული ეუბნება, გეკუთვნის მასალაო, იმავეს  ეუბნება წალენჯიხის   ვიცე–მერი და სატყეოს უფროსი ეუბნება, არ გეკუთვნისო.  არადა, არაერთი სამხერხაო მუშაობს.  ხე–ტყე  იჭრება და იყიდება დიდი რაონობით და 30კბ.მ. რას წყვეტს?  ზაზა კვარაცხელიას უთქვამს ნელი მარღიასთვის, კანონი არ მაძლევს სასუალებას, რომ მოგცე ეს მასალაო.  თუ კანონით არ  ეკუთვნის, ვახტანგ კვირკველია რატომ შეპირდა მოგცემო? ვახტანგ კვირკველიამ არ იცის კანონები?  კახა შეროზიამ არ იცის კანონები?  ვეღარ გავიგე ვერაფერი.  თუ კანონით მართლა არ ეკუთვნის ადგილობრივ მოსახლეს, ამ შემთხვევაში,  ნელიკო მარღიას, სხვას  რატომ ეკუვნის? ადგილობრივ მოსახლეობას არ შეუძლია საკუთარ ტერიტორიაზე არსებული ხე–ტყით სარგებლობა და მისი ხელაღებით გაყიდვაა შესაძლებელი? მაშინ კანონია შესაცვლელი. ვისაც არ ეზარება,    სამეგრელო–ზემო სვანეთის ტერიტორიაზე ხე–ტყეს სჭრის და თურქეთში გააქვთ გასაყიდად, ყველა ხეორობს, ადგილობრივებს კი იმის უფლება არ გვაქვს, მინიმალური რაოდენობის ხის მასალით მოვიმართოთ ხელი და საბაზრო ფასად გვაძლევენ. ზაზა კვარაცხელიას კარგად რომ არ ვიცნობდე, ვიფიქრებდი, რომ მოცემა არ უნდა და იმიტომ ამბობს, რომ კანონი არ მაძლევს უფლებას,  ნელიკო მარღიას გამოვუყო დახმარების სახით 30 კბ.მეტრიო. მჯერა ამ კაცის, რომ  მართლა რომელიღაც კანონით არის ხელ–ფეხ შეკრული. დრაკონული კანონებია, ყველაფერი მორგებულია მსხვილი ბიზნესის ინტერესებს და ადგილობრივი მოსახლების ინტერესები უგუვებელყოფილია.

„ალია“ კომენტარისთვის ზაზა კვარაცხელიასთან დაკავშირებას შეეცადა, მაგრამ მას მობილური ტელეფონი გათიშული ჰქონდა.

„ალია“ მიმართავს  ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და  და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს. გაარკვიეთ, რაშია საქმე? გაარკვიეთ, რატომ არ ეკუთვნის წალენჯიხის მკვიდრს 30 კბ.მ. ხის მასალა და რატომ ეკუთვნით სხვას ათასობით კუბური მეტრი?   ნუ ამოხადეთ სული როგით მოქალაქეებს და მსხვილ ბიზნესს ნუ ჩაუგდეთ ხელში ხე–ტყე, ქვეყნის ბუნებრივი რესურსი, რომელიც ხალხს ეკუთვნის და არა რამდენიმე მაფიოზს.  შეცვალეთ ეგ ბიზნესის დაკვეთით მითებული ანტიხალხური  კანონები და მიეცით მოსახლეობას, თავადაც ისარგებლონ საკუთარ სოფლებსა და  რაიონებში არსებილი ხე–ტყის მასალით. ადგილობრივ ორგანოებს ხალხის დახმარების სურვილი აქვთ, მაგრამ  ცენტრიდან იბლოკებიან,  არსებული კაბალური კანონებით იბლოკებიან.  მართლა და მართლა,  ნუ ამოუყვანეთ ხალხს ყელში!

ლევან ჯავახიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, უზბეკეთში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, უზბეკეთში, ბიზნესგამოფენა გაიმართება

16:45 09-09-2025
ლიბერთის ციფრული ბანკის საერთაშორისო აღიარება – შვიდი პრესტიჟული ჯილდო Global Finance-სგან
ახალი ამბები

ლიბერთის ციფრული ბანკის საერთაშორისო აღიარება – შვიდი პრესტიჟული ჯილდო Global Finance-სგან

15:10 09-09-2025
რა შესაძლებლობებს ქმნის თიბისი განათლების მიმართულებით?
ახალი ამბები

რა შესაძლებლობებს ქმნის თიბისი განათლების მიმართულებით?

13:18 09-09-2025
9 სექტემბერს გალერია თბილისში დაიბრუნეთ 40% – შეთავაზება თიბისი კონცეპტ Mastercard სადებეტო ბარათებზე
ახალი ამბები

9 სექტემბერს გალერია თბილისში დაიბრუნეთ 40% – შეთავაზება თიბისი კონცეპტ Mastercard სადებეტო ბარათებზე

12:37 09-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved