სამოქალაქო აქტივისტმა კესო დეკანოსიძემ ფეიქბუქში ვიდეო-ლაივი გამოაქვეყნა, სადაც ივანიშვილს ამხელდა და ამბობდა, რომ ხელისუფლებამ საკუთარი დედაც კი აუმხედრა. ამ სკანდალური ,,ლაივიდან” ორიოდე დღეში კი ბათუმში, ღამით ზღვაში გაუჩინარდა. მას სამი დღე ეძებდნენ და დღეს ზღვიდან მისი ცხედარი მყვინთავებმა ამოიყვანეს…
ლიკა ბასილაია- შავგულიძე:
,,რა ღარიბაშვილი ხალხო?! ადამიანი ბიძინაზე წერდა ვიდეოებს და ზღვაში დაიხრჩო ბოლო ვიდეოდან 2 დღეში. ფოკუსი გაასწორეთ!”
თეონა ჭალიძე ფეისბუქლინკებს აქვეყნებს და წერს:
რა ვიცით კესო დეკანოსიძეზე?
საყურადღებოა მისი ვიდეოები სადაც ის საუბრობს ოჯახში არსებულ მდგომარეობაზე და ამხელს თავის დედას უკანონო მოქმედებებში და პარალელურად საუბრობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაზე…
https://www.facebook.com/share/v/1JVDGCapmK/ ;
მან 4 დღის წინ გამოაქვეყნა ბოლო ვიდეო
https://www.facebook.com/share/v/1cHTFMKnDW/;
ის მართავდა აქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
მას ჰქონდა ორი ფეისბუქი
https://www.facebook.com/kdekanosidze ;
https://www.facebook.com/KesoDekanosidze1979 ;
მისი დეიდაშვილის პოსტი
https://www.facebook.com/share/p/1BrWFqcjYz/ ;
პოსტი საიდანაც გავიგეთ კესოს შესახებ https://www.facebook.com/share/p/19h8BAz372/ ;
თურმე 29 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაცია ზღვაში შესული ქალის ძებნის შესახებ კესოს ეხებოდა
https://www.facebook.com/share/p/1F1wADTfhe/ ;
ერთხელ შევხვდი მას 5-6 თვის წინ აქციასთან დაკავშირებით…სამართლიანობისთვის იბრძოდა… გამაოგნებელი იყო მისი გარდაცვალების გაგება…. რა მოხდა?? ვისთან ერთად იყო ზღვაზე?? რა ვითარებაში გარდაიცვალა??? გავიგებთ კი ამ კითხვებზე პასუხს??”
ამ ფეისბუქ-ლაივების დიდი ნაწილი კესო დეკანოსიძის გვერდიდან წაშლილია. მისი მეგობრები კითხულობენ, სად არის მისი ტელეფონი და ვის აქვს წვდომა მის აქაუნთებთან.











კომენტარები