სვანეთში, 20 წლის ტურისტ გოგოს ეძებენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ძებნაში სამაშველო სამსახური ჩართულია და გოგონას ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობს:
,,გოგონა გამხდარია, დაახლოებით 170 სმ სიმაღლის, აქვს მუქი, სწორი, მხრებამდე თმა. აცვია მოკლე ჯინსის შარვალი და ყვითელი კედები.
მარია საქართველოში მარტო მოგზაურობს. ბოლოს მასთან დაკავშირება გუშინ, მესტიაში შეძლეს. ის საბაგიროთი იყო ასული და იქიდან ახლობლებს ფოტოებსა და ვიდეოებს უგზავნიდა.
გოგონა გადაადგილდებოდა ნაქირავები Mazda CX-5-ით. მისი ავტომობილი დღეს საღამოს ჭალაადის მყინვართან იპოვეს, თავად მარიას ადგილსამყოფელი კი უცნობია.
ვისაც აქვს რაიმე ინფორმაცია მარია ხმელევას ადგილსამყოფელის შესახებ, დარეკეთ 112-ზე”- წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.











კომენტარები