პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
მდინარაძის ამბავი მხოლოდ პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით მაინტერესებს ანუ ამ ფაქტს ვაკვირდები და ვცდილობ გამოვიცნო, რა პრინციპების დამკვიდრებას შეუწყო მან ხელი.
ტყუილი
არავის სჯერა იმის, რაც მდინარაძემ და კობახიძემ თქვეს. გადაღლილობა და სტრესი, არც ბავშვების მონატრება (არც ერიდება საკუთარი შვილების ხსენებით საკუთარი ჭუჭყის დაფარვა), მისი პოლიტიკიდან წასვლის მიზეზი არ ყოფილა. აღარ უნდა ივანიშვილს მისი დანახვა და მოისროლა. შეიძლება ციხეშიც გაუშვას.
სახელმწიფო ინსტიტუტებით თამაში
კობახიძემ თავისიანის გადასარჩენად რამდენჯერმე გადააკეთა საქართველოს მთავრობის სტრუქტურა. ჯერ სახელმწიფო მინისტრის ერთი აპარატი შექმნა, მერე მეორე… ორივე შემთხვევაში ამბობდა, რომ ამ “სამინისტროების” გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავიდოდა, სახელმწიფოს მართვა (Governance) გაჭირდებოდა. რამდენი გვატყუეს, რამდენი ილაყბეს, რამდენჯერ გადააკეთ-გადმოაკეთეს კაბინეტი და ბოლოს ყველაფერი ბლეფი აღმოჩნდა და საპნის ბუშტივით გასკდა.
წოდებისა და დამსახურების ფეხქვეშ გათელვა, არარაობის რაობად გამოცხადება.
არავის დაგვავიწყდება როგორ დასცინა საქართველოს ყველა გენერალს, ყველა პოლკოვნოკს, ყველა მაიორს, ყველა კაპიტანს, ყველა ლეიტენანტს, ყველა სერჟანტს ირაკლი კობახიძემ, ცოცხალსაც და მკვდარსაც, როდესაც 11 თვეში ყველა შესაძლო რანგი მიანიჭა სუბიექტს, რომელსაც არაფერი არ დაუმსახურებია უსაფრთხოების სფეროში.
დეპუტატთა უთავმოყვარეობა
“ქართულ ოცნებას” უთავმოყვარეო არსებად მიაჩნია თითოეული თავისი დეპუტატი. ჰაერში ხომ არ გაქრება ის განცხადებები, რასაც ბოლო რამდნეიმე თვეა ეს დეპუტატები ავრცელებენ. წყალბურთელს რომ არ ჰგავს ის წყალბურთელი, “კახეთო, ჩემო კახეთო”, თანაკურსელებს რომ არ ახსოვთ, ის პარლამენტარი ხომ ამბობდნენ, რომ მამუკა მდინარაძის ირგვლივ ტრიალებდა სამყარო, მის გარეშე რომ არ შეეძლოთ… იმასაც ხომ გვიმტკიცებდნენ, რომ ყველაზე ძლიერი ფიგურა გადაიყვანეს რეგიონების გადასარჩენად… და უცებ, აბრაკა-დაბრა! გაქრა ეს საუკუნის ნიშანსვეტი …
თანაპარტიელების უგუნურ ცხვრებად წარმოჩენა.
ივანიშვილისთვის, კობახიძისთვის თავიანთი რიგითი თანაპარტიელები ჩვეულებრივი ქვეშევრდომები, ყრმა-გლეხები არიან. რასაც უბრძანებენ, ის უნდა გააკეთონ. ჯერ აატვირთინებენ მამუკა მდინარაძის სურათებს, შემდეგ წააშლევინებენ, ჯერ ცაში ააყვანინებენ, შემდეგ მიწაში ჩაადებინებენ… ისინიც ადგებიან და ყველაფერს გააკეთებენ, ყველაფერს გადაყლაპავენ… არქიფო სეთურის დასაცავად კომბლებსაც კი დაიჭერენ ყველაფერს.
***
მდინარაძის უბედურება ჯერ კიდევ წინაა… არავინ აპატიებს მას აღვირახსნილ დემაგოგიას, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ჩაშხამებას!!!!!!!!! გაიხსენებენ, რომ ნივრის ნაფრცქვენის ფასად გაყიდა ხალხი, რომელთაც მეგობრებად მოიხსენიებდა.
ივანიშვილი არცერთ არჩევნებზე არ გამოსულა პრემიერობის ერთი და იმავე კანდიდატით, არცერთ პრემიერ-მინისტრს არ უასპარეზია ორ არჩევნებზე, კობახიძესაც ვნახავთ, კიდევ უფრო საწყალობელ მდგომარეობაში.
ჩვენი ქვეყნის განსაცდელს კი ბოლო არ უჩანს, საქართველოში ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას ჩიპოლა – ბოროტი, საზარელი, თავისებური “მორალის” ჰიპნოზიორი და ფოკუზნიკი, რომელიც ხალხის დამცირებით და მანიპულაციით იკვებება, ქმნის თავის კეთილდღეობას.
***
ჰოდა, ამ მოწამლულ, ტოქსიკურ ნისლში ისღა დაგვრჩენია, რომ ერთმანეთი ვიპოვოთ და დავდგეთ ერთმანეთის მხარდამხარ…
გადარიცხეთ 1 ან 10 ლარი ბალახაძეებისა და კაკიაშვილების დასახმარებლად, რათა მევახშეებმა და მიკროსაფინანსოებმა უკანასკნელი საცხოვრებლიდან არ გამოყარონ ადამიანები…თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:საქართველოს ბანკი: #GE32BG0000000613039749
TBC ბანკი: #GE93TB7236345064300131
ფეიფალი: http://paypal.me/sonakalandadze
მიმღები – სონა კალანდაძე
დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ,მიეცი ყველას საკუთარი ოთახი და თავზე ჭერი












კომენტარები