• რეკლამა
  • კონტაქტი
06:37, სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თაღლითურ ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებით სებ–ის განცხადებამ დაბნეულობა შემოიტანა – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
14:25 08-28-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,807

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე:

თაღლითურ ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის გუშინდელმა განცხადებამ სიცხადის ნაცვლად დაბნეულობა შემოიტანა. ერთ-ერთი გლობალური, ასპროცენტიანი ინტერნეტ-პირამიდა მოიხსენია როგორც სავარაუდო პირამიდა, რამაც ამ სქემაში მონაწილეებს იმედი გაუღვივა-სავარაუდო არ ნიშნავს სიმართლეს.
ტრადიციული ფინანსური პირამიდის სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 6 თვემდეა. ყველასთვის ცნობილმა რუსულმა პირამიდამ, MMM-მა, 90-იან წლებში სულ რაღაც ექვსი თვე გაძლო და 15 მილიონამდე ადამიანი გააუბედურა. ვინც ჭკვიანი აღმოჩნდა, არ დახარბდა და გარკვეული მოგების მიღების შემდეგ დროულად გამოვიდა სისტემიდან.
უფრო დიდხანს ცოცხლობენ გლობალური ინტერნეტ-პირამიდები-მათ შეიძლება იარსებონ ერთი ან რამდენიმე წელიც კი. თუმცა, კაცობრიობის ისტორიაში არ არსებობს არცერთი პირამიდა, რომელიც საბოლოო კოლაფსს გადაურჩა.
ჩვეულებრივი, ტრადიციული პირამიდების ჩამოშლა მყისიერად არ ხდება და პრობლემები ადამიანმა შეიძლება გარკვეულ ინდიკატორებზე დაყრდნობით შეამჩნიოს. რაც შეეხება ინტერნეტ (კრიპტო) პირამიდებს, ისინი შეიძლება ერთ წამში გაქრნენ-ვებგვერდი და ყველა ანგარიში უბრალოდ აორთქლდეს.

როგორ შეიძლება გამოიცნოთ საფრთხე?

პირამიდა კოლაფსის ფაზაშია, თუ:
-ხდება თანხის გატანის შეფერხება ან დაბლოკვა. ეს არის პირამიდის დასასრულის პირველი და ყველაზე მთავარი ნიშანი.
-სისტემა მომხმარებლებს სთხოვს საკომისიოს, ანგარიშის ვერიფიკაციის ან დეპოზიტის გაზრდის სახით დამატებითი თანხის შეტანას, რათა კუთვნილი ფული გამოიტანონ. ეს ნიშნავს, რომ სქემა უკვე ჩაიშალა და ორგანიზატორები ცდილობენ ხალხს უკანასკნელი თანხები გამოსძალონ.
პირამიდაში ჩართული ბევრი ჩვენი მოქალაქე წერს, რომ ჩადებულ ფულს შემოსავალი მოაქვს. თუ პირამიდა საწყის ეტაპზეა, ეს შესაძლებელია. ეს თამაში რუსულ რულეტკას ჰგავს-თავდაპირველად რევოლვერის დოლურაში 6-დან მხოლოდ 1 ტყვია დევს და მისი დატრიალებისას გადარჩენის ალბათობა მაღალია. თუმცა, რაც უფრო დიდხანს ატრიალებ დოლურას და თამაშში რჩები, გასროლა მით უფრო გარდაუვალი ხდება. ყველა პირამიდა და მასში ბოლომდე შემორჩენილი ფული სწორედ ასე ამთავრებს სიცოცხლეს.
ეროვნული ბანკის მხრიდან მხოლოდ ერთი განცხადება არაა საკმარისი. ეს თემა მედიაში განხილვის საგანი უნდა იყოს. როცა ურემი გადაბრუნდება, მერე გინდ ტოქშოუ მოაწყვე და ფილმები გადაიღე (როგორც ქოლცენტრებზე ხდება ხოლმე)-უკვე გვიანაა.

“კრიპტო პირამიდა” – თაღლითობის კიდევ ერთი სქემა და სეს–ის განცხადება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?
ახალი ამბები

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?

20:39 10-12-2026
“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026

ბიზნესი

კომერციული ფართები
ახალი ამბები

10+ იდეა, თუ რა ბიზნესი უნდა გახსნა სხვადასხვა ლოკაციაზე – კომერციული ფართების ლაიფჰაკები

20:33 10-12-2026
ტახტი სათავსოთი
ახალი ამბები

როგორ შევარჩიოთ ტახტი სათავსოთი

18:59 10-12-2026
თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა

14:13 10-12-2026
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

12:36 10-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved