• რეკლამა
  • კონტაქტი
15:42, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გათავისუფლებული დენის კულანინის ადგილმდებარეობას ადვოკატს არ ეუბნებიან – იგეგმება თუ არა მისი რუსეთში ექსტრადიცია?

ალია ავტორი - ალია
13:23 08-28-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

პატიმრობიდან გათავისუფლებული დენის კულანინი, შესაძ;ლოა, მიგრაციის დეპარტამენტის განთავსების ცენტრში იყოს გადაყვანილი. ადვოკატი ამბობს, რომ მას არ აწვდიან ინფორმაციას და ვერ მოახერხა მისი პოვნა.

კულანინი რუსეთის მოქალაქეა.

ადვოკატის თქმით, თუ საქართველოს მხრიდან აქტივისტის რუსეთში ექსტრადაცია მოხდება, ამ შემთხვევაში მას შესაძლოა საფრთხე დაემუქროს, რადგან ის ომში უკრაინის მხარდამჭერია.

“შსს-ს ჩემთვის არაფერი არ უთქვამს. დღეს გავიგე მეც რომ შეწყალებულთა შორის არის დენის კულანინი. ვრეკავთ მთელი დღეა, როგორც მიგრაციის დეპარტამენტში ასევე პენიტენცირუში, მაგრამ არავინ გვპასუხობს. სიმართლე გითხრათ, მიგრაციის დეპარტამენტშია, თუ სად არის, მე არ მაქვს ინფორმაცია. რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს რუსეთში – თქვენთვის კარგად ცნობილია, რომ ნებისმიერი პოსტი იქნება თუ განცხადება, რომელიც იქნება რუსეთის მხილება ომში ან უკრაინის მხარდაჭერა, როგორ ისჯება რუსეთში. დენისმა ციხიდან არაერთი წერილი გამოაგზავნა, სადაც აქტიურად უჭერს უკრაინას მხარს და გმობს რუსეთის ქმედებებს. შესაბამისად, თუ მისი ექსტრადაცია მოხდება რუსეთში, მას სერიოზული საფრთხე შეიძლება დაემუქროს”, – ამბობს ადვოკატი. 

დენის კულანინი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, მას რუსთაველის გამზირზე შსს-ს ავტომობილის დაზიანებას ედავებოდნენ და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

კულანინი გუშინ მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ პირებს შორის მოხვდა.

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა -მათ შორის არიან დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დენის კულანინ, საბა ჯიქია, დავით ხომერიკი, თორნიკე მჭედლიშვილი, სიმონ მახარაძე და ავთანდილ თოფჩიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved