პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი, მამუკა მდინარაძის გადადგომასა და პოლიტიკიდან წასვლას მედიასთან ეხმაურება და ამბობს:
“მდინარაძის გათავისუფლება ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს და ჩვენ წინ გვაქვს სერიოზული პროცესი, ძალიან სერიოზული პოლიტიკური პროცესი და ამ ფონზე ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ძალიან სწორად გაიაზროს ჩემი და ჩვენი პარტიის შეთავაზება. ჩვენ პოლიტიკური ბრძოლის გზით უნდა წავიდეთ. აი ამ ბრძოლაშია ირაკლი ღარიბაშვილის სიმართლის გამარჯვების გზა.
შეეწირა იმ დაბეზღებებს, იმ ცილისწამებებს, იმ შავ კამპანიებს, რასაც ის წლების განმავლობაში აწარმოებდა და ახლა კობახიძის ჯერია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი მომწიფებულია იმისათვის, რომ მიაბრძანოს ირაკლი კობახიძე და ეს მალე მოხდება”











კომენტარები