ქართული ოცნების რეგიონალური განვითარების უკვე ყოფილი მინისტრი, მამუკა მდინარაძე, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ თანამდებობიდან და პოლიტიკიდან მიდის, ბრიფინგზე ამბობს:
შეიძლება ვიღაცისთვის ყოველივე დაუჯერებელი იყოს, რომ მართლა ჩემი გულწრფელი სურვილი იყო. მე არ გეუბნებით, რომ დაბრუნებას ვაპირებ, ან წინასწარ ვერ გეტყვით ახლა დავბრუნდები თუ არ დავბრუნდები, თუ ძალიან დავჭირდები დავუშვათ და სხვა გამოსავალი არ ექნება ჩემს გუნდს, მარტო ამ შემთხვევაში, აქედანვე გარანტიებულად შემიძლია გითხრათ, რომ რაღაც გვერდებიდან შემოსვლას და სისულელეების კეთებას, ეს ჩემგან არ იქნება. ჩემი სტილი რომ არ არის.
ასევე გეტყვით, რომ რომ მეფიქრა დავუშვათ, რომ ვთქვათ რეგიონებს ვინც მიხედავს ასეთი ჩემს გარდა არავინაა ამ გუნდში, ნამდვილად არ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას. დღეს ჯერ წუხელ პრემიერ-მინისტრს დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბრე, დღეს დილით ასევე ვისაუბრე პარტიის საპატიო თავმჯდომარეს და ჩვენ სამ ადამიანს შორის, დეტალებში ჩასვლის გარეშე სპეციალურად, შედგა ე.ს საუბარი, რომ მე მირჩევნია გავწიო ბევრი…
ხანდახან არის, რომ შეთქმულების თეორიები უფრო დამაჯერებელ ხასიათს იძენს, ვიდრე რეალურად რაც არის, მაგრამ ეს ნამდვილად ასე იყო.
ჩემი გადადგომა იყო ნამდვილად ჩემი ინიცირებული, ამაზე ბევრი კითხვა დაისვა და ამიტომ ხაზს ვუსვამ, ეს ერთი. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ამის უფლებაც ავიღე, რომ გუნდის იმ ორი ლიდერისგან, ბატონი ბიძინასგან და ბატონი ირაკლისგან, არ იყო თავიდანვე ის რეაქცია, რომ დამთანხმებოდნენ, მაგრამ მე დავარწმუნე, რომ ჩემთვის ასე ჯობდა და არ იყო ვთქვათ ჩემი პოზიცია დღეს ისეთი, რომ შეუცვლელი ვერ გამოეძებნათ ვინმე და დამთანხმდნენ საბოლოო ჯამში და მე მადლიერი ვარ ამის.
სინამდვილეში გუშინ არ დამიწყია ამაზე ფიქრი, ბოლო კვირების განმავლობაში ვფიქრობდი ბევრს.
ბიძინა ივანიშვილსგან იყო პოზიცია, რომ მე ეს არ უნდა გამეკეთებია, შინაურული საუბარი იყო, ბოლოს გაიგეს ჩემი გადაწყვეტილება და ასე დავშორდით ერთმანეთს.
პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ პრემიერისა და პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, საქმის კურსშიც კი, უკაცრავად ყველასთან, ჩემ მეგობრებთან, ჩემ თანაგუნდელებთან, ეს ასე ჯობს ხოლმე წინასწარ გახმაურებას და აჟიოტაჟის ატეხვას, არავისთან გამივლია კონსულტაცია. გულწრფელად გეუბნებით. წუხელ შედგა საუბარი ჩემსა და პრემიერს შორის, დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბრეთ ამ თემაზე, ბევრ თემაზე ვისაუბრეთ, ამ თემაზე ძირითადად და დღეს დილით, 10 საათზე, სამმა ადამიანმა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ველაპარაკეთ. ეს იყო სულ.
კითხვას, რა მოხდა მაინც, რის გამო გადადგა, მდინარაძე ასე პასუხობს:
ასეთი არაფერი მოხდა. არც ისეთი არაფერი.
მეც მაინტერესებს გულწრფელად გამოვიყურები თუ არა. მე გულწრფელად გელაპარაკებით და როგორ გამოიყურება, თქვენ განსაზღვრეთ.











კომენტარები