• რეკლამა
  • კონტაქტი
18:33, ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს ტანსაცმელი როგორ აღმოჩნდა აჩიკოს კლასელის ეზოში, თოკზე გადაკიდებული?” – რა (არ) ვიცით აჩიკო მუმლაურის გაუჩინარების საქმეზე? – ლაშა ბერულავა

ალია ავტორი - ალია
19:05 08-26-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,262

ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა:

‼️თუ აჩიკოს ტანსაცმელი არ გაუხდია და ისე შევიდა/გადავარდა მტკვარში, მისი ამოყვანა კი ვერ მოხერხდა, ტანსაცმელი საიდან?
და თუ ტანსაცმელი გაიხადა და ისე შევიდა/ჩავარდა მტკვარში, მაშინ ტანსაცმელი რამ დაასველა?
და, მით უმეტეს, ეს ტანსაცმელი (ველოსიპედიც) როგორ აღმოჩნდა აჩიკოს კლასელის ეზოში, თოკზე გადაკიდებული? იქ ვინ მიიტანა?
დაინტერესდა თუ არა გამოძიება საეჭვო დეტალებით? არა და ახლა აჩიკოს მამიდა ხელახალ გამოძიებას სწორედ ამ საეჭვო დეტალების გამო ითხოვს.
–
ეს და სხვა შეკითხვები, ასევე ყველაფერი, რაც ჯერჯერობით ვიცით გაუჩინარებული აჩიკო მუმლაურის შესახებ, აქ ერთადაა შეკრული. პარალელურად, ვაგრძელებ მუშაობას ახალ დეტალებზე, რომელზეც დაგაუწყებთ დამატებით.
🔳რა ვიცით:
იმ დღეს, როცა ბავშვი დაიკარგა, აჩიკოს სახლში მიაკითხა მისმა კლასელმა, ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ბიჭმა, რის შემდეგაც ორივენი აჩიკოს სახლიდან ველოსიპედებით გავიდნენ, აჩიკოს კლასელის თქმით, ჯართის შესაგროვებლად.
🔳იმავე ბავშვის ჩვენების მიხედვით, მათ ჯართი შეაგროვეს, სტადიონზე დამალეს და წავიდნენ ხელების დასაბანად. ჩვენებაში წერია, რომ ხელების დაბანა აჩიკოს ინიციატივა იყო, რადგან თუ სახლში დასვრილი ხელებით დაბრუნდებოდა, “ბებო გაუწყრებოდა”, რასაც აჩიკოს მამიდან აბსურდად მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ ბებო, რომელსაც მზე და მთვარე ამოსდიოდა აჩიკოზე, მას არ გაუბრაზდებოდა.
🔳მოკლედ, ამ ჩვენების მიხედვით, ბავშვები სახლიდან ძალიან მოშორებით, კავთისხევის ხიდთან წასულან ხელების დასაბანად.
🔳აქ იწყება მთავარი: ოფიციალური ვერსიით, აჩიკომ ტანსაცმელი გაიხადა და ბავშვები წყალში დასაბანად შევიდნენ, რა დროსაც ორივე მდინარემ გაიტაცა. საქმეში ფიგურირებს მეთევზე, რომელიც ამბობს, რომ აჩიკოს კლასელი, რომელიც იხრჩობოდა, ანკესით გამოიყვანა ნაპირზე. სად არის ამ დროს უკვე აჩიკო, გაურკვეველია, ოფიციალურ დოკუმენტებს ყველაფერი დახრჩობისკენ მიჰყავს, მაგრამ ამას კატეგორიულად არ ეთანხმება აჩიკოს მამიდა, რომელიც ამბობს, რომ თავად დაათვალიერა ის ადგილი, საიდანაც, გამოძიების მტკიცებით, ბავშვები წყალში ჩაცვივდნენ, მაგრამ ვერც ბავშვებისა და ვერც ველოსიპედის კვალი ვერ იპოვა. ამას გარდა, მამიდა ამბობს, რომ გამორიცხულია, აჩიკო წყალში თავისი ნებით ჩასულიყო, რადგან წყლის ეშინოდ
🔳სამაგიეროდ, აჩიკოს კლასელის სახლში, იქვე ახლოს, იპოვეს აჩიკოს ველოსიპედი და თოკზე გასაშრობად გადაკიდებული, ასევე აჩიკოს სველი ტანსაცმელი.
რა უნდოდა იქ აჩიკოს ველოსიპედს და ტანსაცმელს?
თუ აჩიკოს ტანსაცმელი არ გაუხდია და ისე შევიდა/გადავარდა მტკვარში, მისი ამოყვანა კი ვერ მოხერხდა, ტანსაცმელი საიდან?
🔳და თუ ტანსაცმელი გაიხადა და ისე შევიდა/ჩავარდა მტკვარში, მაშინ ტანსაცმელი რამ დაასველა?
და, მით უმეტეს, ეს ტანსაცმელი (ველოსიპედიც) როგორ აღმოჩნდა აჩიკოს კლასელის ეზოში, თოკზე გადაკიდებული? იქ ვინ მიიტანა?
🔳დაინტერესდა თუ არა გამოძიება საეჭვო დეტალებით? არა და ახლა აჩიკოს მამიდა ხელახალ გამოძიებას სწორედ ამ საეჭვო დეტალების გამო ითხოვს.
🔳როგორ გაგრძელდა გამოძიება, რა სამუშაოები ჩატარდა?
აჩიკო მაშინვე დამხრჩვალად ჩაითვალა, გამოძიებაც ამ კუთხით წავიდა. მოიყვანეს მყვინთავები, თუმცა, აჩიკოს მამიდა ამბობს, რომ ძებნა მტკვარში იმ ადგილების იგნორირებით მიმდინარეობდა, საითაც დინებას უნდა წაეღო აჩიკო, თუნდაც მართლა ჩასულიყო წყალში. მისი თქმით, სხვა დეტალებისთვის გამოძიებას მაშინ ყურადღებაც არ მიუქცევია, ბავშვის ცხედარი მტკვარში დაახლოებით ერთი თვე ეძებეს, ვერ იპოვეს და საქმე დახურეს…
🔳ამ საქმის შესახებ დამატებითი დეტალების მოძიებას პირადად ვცდილობ და სიახლეს მაშინვე გაცნობებთ, ამ სტატუსს კი თან ვურთავ აჩიკოს მამიდის გამოხმაურებას, სადაც ის ხელახალი გამოძიების აუცილებლობას უსვამს ხაზს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი
ახალი ამბები

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი

14:53 10-28-2026
საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი
ახალი ამბები

საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი

14:10 10-28-2026
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved