• რეკლამა
  • კონტაქტი
16:21, ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ვთხოვთ ლონდონს, გასცეს სასამართლო დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე” – შალვა ნათელაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:20 08-25-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,707

ლეიბორისტული პარტიის ლოდერი, შალვა ნათელაშვილი საგანგებო ბრიფინგზე აცხადებს;

,,ჩვენ საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ 2024 წლის მარტის დასაწყისში განხორციელებულმა ჩემმა ვიზიტმა ლონდონში, შეხვედრებმა დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის სამივე წამყვანი პარტიის ფრაქციულ ლიდერთან, ლეიბორისტები, ლიბერალები, კონსერვატორები, საფუძველი დაუდო ოლიგარქიული რეჟიმის დასანქცირების დაწყებას და დღემდე უკვე ამ სასჯელის ქვეშ იმყოფებიან გენერალური პროკურორი, მაღალჩინოსნები, კრიპტო-სავალუტო კომპანიები, აგრეთვე რეჟიმის პროპაგანდისტული საშუალებები, როგორიცაა “იმედი” და ტელეკომპანია POSTV-ი. რა თქმა უნდა, სანქციების რისხვა მოუახლოვდა ბიძინა ივანიშვილს დიდი ბრიტანეთიდან და ამიტომ, მან სასწრაფოდ კაიმანის კუნძულებზე განლაგებული თავისი მილიარდიანი ქონება, ეს კუნძულები ბრიტანული იურისდიქციის ქვეშაა მოგეხსენებათ, სასწრაფოდ გადმოიტანა, გააფორმა მეუღლის სახელზე და დაარეგისტრირა ჩვენს საჯარო ეროვნულ რეესტრში. საქართველო მისთვის გახდა საწყობ-ლომბარდი, ხოლო ხალხი მძევლად აყვანილი კატეგორია, რომელიც წინ უნდა აიფაროს თავისი ბინძური მიზნების მისაღწევად.

ჩვენ მივმართეთ დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული მთავრობის პრემიერ-მინსიტრს, მთავრობას, ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატას, სასწრაფოდ განახორციელონ სანქცირება ბიძინა ივანიშვილის მთელი ოჯახის, ყველა სრულწლოვანი წევრის. მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ უნდა დავაფიქსიროთ, რომ აღნიშნული ოჯახი გადაიქცა კრიმინალურ-მაფიოზურ კარტელად, რომლის ფუნქცია მდგომარეობს ჩვენგან მოპარული მილიარდების და ქონების გადამალვაში.

ასევე ვთხოვთ ლონდონს, გასცეს სასამართლო დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებების გამო და მოგეხსენებათ, ქართველი ხალხი კაცობრიობის მოწინავე, უდიდესი ცივილიზაციური ნაწილია და ჩვენს წინააღმდეგ 14-წლიანი დივერსიული მოქმედება ზუსტად ჯდება ამ დასჯადი საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპის ფორმატში. გადმოტანილი ქონება, ჩვენგან მოპარული, მილიარდზე მეტია, ის მოიცავს აგრო კომპანიებს, ცათამბრჯენებს, სავაჭრო მოლებს, ჰესებს და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩამორთმეული იქნება და გადაეცემა ხალხს საკუთრებაში.

მთავარი ერთ-ერთი მომენტი, რაც საშუალებას აძლევს კრიმინალ ოლიგარქს ასე დაუსჯელად იმოქმედოს, გახლავთ მისი პარლამენტის მიერ მისი დაწერილი კანონის მიღება, რომლის თანახმადაც, ამ ქონების გადატანა-გადმოტანაზე არავითარ გადასახადს  ბიუჯეტში არ იხდის. […]

მე მას მოვუწოდებ, ცივი გონებით იაზროვნოს, ჩააბაროს ხალხს მიტაცებული ძალაუფლება, დანიშნოს ახალი არჩევნები, მოაცილოს თავისი ბანდა “ქართული ოცნების” სახით, ქართულ პოლიტიკას. კიდევ შეიძლება იმ სამუდამო პატიმრობის მუხლში, რაც მათ ელოდებათ, რაღაცა შეღავათები გავრცელდეს, სხვა შემთხვევაში ის ქართველი ერისგან და მსოფლიო თანამეგობრობისგან სამუდამოდ უარყოფილი და მოძულებულია, სამართლიანად და დასაბუთებულად”

თეგები: ბიძინა ივანიშვილიშალვა ნათელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved