6 წლის წინ გარდაცვლილი გოგოს, თამარ ბაჩალიშვილის დედა ბრძოლას აგრძელებს – თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ ყოველ ორშაბთს მივა პროკურატურასთან და ასე გააგრძელებს იქამდე, სანამ მისი შვილის ბურუსით მოცულ სიკვდილზე გვარაკიძის უწყება ხელახალ გამოძიებას არ დაიწყებს.
თამაზაშვილის თქმით, გუშინ როდესაც პროკურატურაში შეხვედრაზე იმყოფებოდა, უწყებას განცხადება უკვე მზად ჰქონდა, რომელიც შეხვედრის დასრულებისთანავე გამოაქვეყნეს.
“გავაგრძელებ ბრძოლას რითაც შემეძლება. წავალ, იქ დავჯდები და მათ მშვიდი ძილის საშუალებას მაინც არ მივცემ. დამელოდონ ყოველ ორშაბათს იქ. ამით შევუქმნი დისკოფორტს, დავჯდები, მოვითხოვ კომპიუტერს და გამოძიების ხელახლა დაწყებას.
დაგვიბარეს გუშინ, უკვე გამზადებული ჰქონდათ ის წერილი, რაც გამოაქვეყნეს. ჯერ შენობაც არ გვქონდა დატოვებული, რომ ეგრევე თითი დააჭირეს და გამოაქვეყნეს. არ მივსულიყავით და იტყოდნენ, აი ჩვენ კი დავიბარეთ გასაუბრებაზე და არ მოვიდნენ. ვეუბნები, რატომ არ მბრუნებთ თამარის კომპიუტერს, რომელიც აჩუქეს-თქო და მეუბნებიან, არავის უჩუქებიაო. კარგი-თქო, იქ არ მქონდა ტელეფონი, გავალ და დავდებ იმ ვიდეოს, სადაც ამბობს, რომ აჩუქეს-თქო”, – ამბობს თეონა თამაზაშვილი.











კომენტარები