• რეკლამა
  • კონტაქტი
14:46, პარასკევი, 21 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნიკა გილაურს წილები და ქონება დაუყადაღეს, სახლი იძულების წესით გაუყიდეს – რადიო თავისუფლება

ალია ავტორი - ალია
13:29 08-21-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

ნიკა გილაურს წილები და ქონება დაუყადაღეს, სახლი იძულების წესით გაუყიდეს – ამის შესახებ ,,რადიო თავისუფლება” ვრცელ ჟურნალისტურ გამოძიებაში წერს. მათი ინფორმაციით, ქართულმა სასამართლომ მას და მის კომპანიებს 12 მილიონ დოლარზე მეტი დააკისრა:

,,2026 წლის 16 ივლისს სახელმწიფოს ელექტრონულ აუქციონზე გაცხოველებული ვაჭრობა გაიმართა. ძირითადი დროის ამოწურვის შემდეგ აუქციონის მონაწილეები კიდევ ნახევარი საათის განმავლობაში იბრძოდნენ წავკისში 4 მილიონ 876 ათას ლარად შეფასებული სახლის შესაძენად. მიწა 3 368 კვ.მ და ვილა ფართობით 1 157 კვ.მ, ეზოში ღია აუზით, ჩოგბურთის კორტებითა და ფარეხით – 70-ზე მეტი ბიჯის შემდეგ გაიყიდა. აუქციონი 16:00 საათზე საწყისი ღირებულების 10 პროცენტიდან – 487 ათასი ლარიდან დაიწყო. ვაჭრობის დასასრულისკენ კი სამი ანონიმური მყიდველი 48-ათასიანი მატებით დებდა ფსონებს, თუმცა 16:30 საათზე ერთ-ერთმა მოულოდნელად, სტანდარტულ ბიჯზე 9-ჯერ მეტით – 438 840 ლარით გაზარდა ფასი. წავკისის ვილა – ყოფილი პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის მიწა და სახლი ვახტანგ გორგასლის მე-9 ჩიხში – ანონიმმა თითქმის 4 მლნ ლარად (3 998 320 ₾) შეიძინა. […]

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც წყაროს ინფორმაციას ადასტურებდა: ეს არის თბილისის საქალაქო და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც აღწერილია, როგორ დააკისრეს ნიკა გილაურსა და მის კომპანიებს დაახლოებით 12 მილიონი დოლარი. იგივე საბუთები ადასტურებს სხვადასხვა კომპანიაში გილაურის წილებისა და მისი ბიზნესპარტნიორის ქონების დაყადაღებასაც. ამ გადაწყვეტილებების მიხედვით, წავკისის სახლი არ უნდა დარჩეს ერთადერთ ქონებად, რაც ნიკა გილაურს ჩამოართვეს და იძულებით გაუყიდეს…” – ვკითხულობთ სტატიაში. გამოცემა აქვეყნებს ნიკა გილაურის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2025 წლის 12 თებერვალს გადაწყვეტილებასაც და წერს: “გილაურის მხარემ ჯერ სააპელაციო სასამართლოში, შემდეგ კი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. ზემდგომმა ინსტანციებმა მრავალტომიანი საქმის განხილვა, რომელიც ჯამში ათამდე კომპანიას და რამდენიმე კერძო პირს ეხებოდა, 8 თვეში დაასრულეს, გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს. გილაურის და მისი პარტნიორების ქონება დააყადაღეს და აუქციონზე გასატანად მოამზადეს”. სტატიაში საუბარი ეხება მის მიერ შექმნილ ფონდსაც – Prosperity Georgia და ნათქვამია, რომ “2025 წლის მარტში გილაურის ფონდი დააყადაღეს

თეგები: ნიკა გილაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved