• რეკლამა
  • კონტაქტი
16:41, სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სატრანზიტო თაღლითობა” – რა სახელით მოხვდა საქართველო თეთრი სახლის ანგარიშში

ალია ავტორი - ალია
22:03 08-18-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,461

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 2026 წელის 13 აგვისტოს გამოაქვეყნა 25-გვერდიანი ანგარიში, სათაურით „დიდი სატრანზიტო თაღლითობა“ (The Great Transshipment Scam).

ნგარიშის ავტორია თეთრი სახლის „სავაჭრო და საწარმოო პოლიტიკის სამსახური“ (OTMP) – უწყება, რომელმაც დონალდ ტრამპმა 2017 წელს დააფუძნა.

დოკუმენტი აღწერს სქემას, რომლის დახმარებითაც ჩინური საქონელი ამერიკულ ბაზრებზე არა პირდაპირ, არამედ მესამე ქვეყნების გავლით ხვდება, – რათა ჩინეთმა მისთვის დაწესებულ მაღალ ტარიფებს თავი აარიდოს და სქემა ასე მუშაობს:

  • ჩინეთში დამზადებული პროდუქტი, – რომლისთვისაც აშშ-ს ტარიფი აქვს დაწესებული, – ჯერ სხვა ქვეყანაში იგზავნება;
  • იქ მას შეიძლება შეეცვალოს შეფუთვა, მცირედით დამუშავდეს ან აიწყოს, და შემდეგ პროდუქტი აშშ-ში შედის, – უკვე არა როგორც ჩინეთიდან, არამედ ამ სხვა ქვეყნიდან ექსპორტირებული საქონელი.
  • ასეთ შემთხვევაში პროდუქტი თავს აღწევს აშშ-ის მიერ ჩინეთისთვის დაწესებულ მაღალ ტარიფს.

თეთრი სახლი ამ პრაქტიკას უწოდებს „უკანონო კონტრაბანდას, რომელსაც „ვაჭრობად“ ასაღებენ“.

ანგარიშის მიხედვით:

„აზერბაიჯანი და საქართველო უზრუნველყოფენ სარკინიგზო და მშრალი პორტების გავლით ტვირთების ტრანზიტს, კონსოლიდაციას და სახმელეთო მარშრუტების საზღვაო გზებთან დაკავშირებას“

საქართველო ჩამოწერილია სწორედ აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან და უზბეკეთთან ერთად – როგორც „სარტყლისა და გზის სახმელეთო კვანძი“.

ანგარიშში ასეთი პრაქტიკის საწყის წერტილად დასახელებულია 2018 წელი, – დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადა – როდესაც აშშ-მა ჩინეთს ტარიფები დაუწესა 301-ე სექციით. ამიტომაც, ანგარიშის მიხედვით, დღეს უკვე საწარმოო ჰაბები და ლოჯისტიკური ცენტრებიც კია შექმნილი ამ მიზნისთვის.

ტრამპმა ჩინეთისთვის ტარიფების დაწესება და ეტაპობრივად გაზრდა 2025 წლის თებერვლიდან დაიწყო. 2025 წლის აპრილში ტარიფებმა 145%-ს მიღწია. პეკინმა ვაშინგტონს იმავეთი უპასუხა და ამერიკული პროდუქციისთვის 125% -იანი ტარიფი დააწესა.  მოლაპარაკებების შედეგად იმავე წლის მაისში აშშ-მა ახლად დაწესებული 145%-იანი ტარიფები 30%-მდე შეამცირა, ხოლო ჩინეთმა – 125%-იანი ტარიფები 10%-მდე.

თუმცა, 2025 წლამდე დაწესებული სხვა ტარიფები ძალაში დარჩა.

  • 2025 წლის აპრილიდან აშშ-მა, გარდა ჩინეთისა, ტარიფები დაუწესა თითქმის ყველა სახელმწიფოს.
  • საბაზისო ტარიფი იყო 10%-იანი – მათ შორის, საქართველოს შემთხვევაშიც;
  • 2025 წლის ივლისში გამოქვეყნებულ განახლებულ სიაში ყაზახეთისთვის 25% განისაზღვრა.

ანგარიში სამ კატეგორიად აჯგუფებს 37 ქვეყანასა და მთლიან ევროკავშირს.

  1. მსხვილი ეკონომიკები – კანადა, ევროკავშირი, ინდოეთი, ისრაელი, იაპონია, მექსიკა, სამხრეთ კორეა და ტაივანი; ანგარიშის თანახმად, მათ ჩინეთთან დიდი მოცულობის ვაჭრობა აქვთ, აქვთ დივერსიფიცირებული სამრეწველო ბაზები და აშშ-ის ბაზარზე ექსპორტის მნიშვნელოვანი პლატფორმები, სადაც „სატრანზიტო თაღლითობის რისკი“ „ლეგიტიმური ვაჭრობის ფართო ნაკადებშია შერწყმული“;
  2. საშუალო ეკონომიკები – ბრაზილია, ინდონეზია, მალაიზია, ტაილანდი, თურქეთი და ვიეტნამი – „ჩინეთთან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინტეგრაციით“;
  3. „მცირე მასშტაბის, შემთხვევითი/ეპიზოდური სამიზნეები“ – მათ შორისაა საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, პანამა, შვეიცარია და სხვები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
ახალი ამბები

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ

14:21 08-25-2026
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში
ახალი ამბები

Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში

13:16 08-25-2026
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის

13:10 08-25-2026
როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved