მსახიობი, გოგა პიპინაშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
ბევრმა ადამიანმა გულისხმიერად მირჩია ჯილდო გამომეცხადებინა მპოვნელის დასასაჩუქრებლად……. რაღათქმა უნდა ასეც მოვიქცევი.
განსაკუთრებული მდგომარეობა და შეგრძნება მაქვს. ყველა ლოგიკა დამერღვა. არ მჯერა ადამიანის უღირსობის. მთელი ოჯახი ვართ დიდ სტრესში. განსაკუთრებით ჩემი შვილი და შვილიშვილი განიცდის მომხდარს და მე მათ შემხედვარეს გული ორმაგად მიმძიმდება. ორი დღეა ამ პატარაზე ფიქრით გავითანგეთ. შეიძლება რომ ადამიანმა თავისი კაიფის გამო ამდენი ადამიანი მოკლას. თუკი ვინმემ შეიფარა ჩემი პატარა და ხმას მომაწვდენს მე პატივისცემა არ შემშლია არასდროს. დიდი იმედით…… რომ მაპოვნინებთ ჩემს პატარას….. (გასკდა გული)
9 თვის ჩეხუახუა, პიპინაშვილის ოჯახის ინფორმაციით, დაიკარგა მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვიდან.












კომენტარები