• რეკლამა
  • კონტაქტი
15:30, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

ალია ავტორი - ალია
14:07 08-19-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
Facebook-ზე გაზიარება
52
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი” აგრძელებს სამხედრო მოსამსახურეებისა და ვეტერანების მხარდაჭერას. 2026 წელს შემოწირულობებმა 561,749.00 ლარი შეადგინა, საიდანაც 335 000 ლარი დაჭრილ მებრძოლთა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას, პროფესიული გადამზადებასა და სასწავლო პროგრამების დაფინანსებას მოხმარდა. აგვისტოს მდგომარეობით, ფონდმა 74 ბენეფიციარისთვის გამოყო თანხა.

საანგარიშო პერიოდში ფონდის მიერ გაწეული დახმარება მოიცავდა:

  • 128,981 ლარი – 50%-იანი თანადაფინანსება 11 ბენეფიციარისთვის;
  • 64,677 ლარი – ორი გადაუდებელი ოპერაციის დასაფინანსებლად;
  • 61,564 ლარი – ბენეფიციართა არასრულწლოვანი შვილების მხარდასაჭერად;
  • 40,030 ლარი – სამედიცინო მომსახურებისთვის;
  • 20,846 ლარი – ბენეფიციართა მეუღლეების მხარდასაჭერად;
  • 11,821 ლარი – განათლებისა და პროფესიული გადამზადებისთვის;
  • 6,925 ლარი – მედიკამენტებისთვის;
  • 987 ლარი – გარემოს ადაპტაციისთვის.

კომპანია სილქნეტმა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ 2018 წელს დააფუძნა და ყოველწლიურად 300 000 ლარის დონაციით მონაწილეობს ქველმოქმედებაში. ფონდის შემომწირველები არიან სხვადასხვა კომპანია და კერძო პირები. ფონდი მხარში უდგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს, რომლებმაც მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღეს საომარი მოქმედებების დროს. ამასთან, ფონდი აფინანსებს ბენეფიციართა მეუღლეების სამედიცინო საჭიროებებს, სხვადასხვა სასწავლო და პროფესიული გადამზადების კურსს, რითაც დაჭრილ მებრძოლთა მეუღლეებს დასაქმებისა და ახალი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობა ეძლევათ.

ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა” გრძელვადიან პროექტს ჩაუყარა საფუძველი, რომელიც დაჭრილი მებრძოლებისა და ვეტერანების მეუღლეებს პროფესიულ გადამზადებასა და თვითდასაქმების შესაძლებლობას თავაზობს. პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარები ტრენინგ ცენტრში “ახალი კარიერა” ექვსთვიან კურსს გადიან – ტანსაცმლის კონსტრუირებასა და კერვაში.

სწავლების პროცესში მონაწილეები ეუფლებიან როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ უნარებს – საქარგავ და საკერავ მანქანებთან მუშაობას, პროდუქტის მოდელირებას, სამოსის დამზადების სრულ ციკლს. კურსის დასრულების შემდეგ მათ შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ, შექმნან საკუთარი მცირე ბიზნესი და გააუმჯობესონ ოჯახის ფინანსური მდგომარეობა.

ფონდის ინვესტიცია მომავალი თაობის განათლებაში

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” მხრიდან დიდი ყურადღება ეთმობა საგანმანათლებლო აქტივობების მხარდაჭერას. ვეტერანთა არასრულწლოვანი შვილებისთვის შემუშავდა სპეციალური სასწავლო კურსი კომპიუტერულ პროგრამირებასა და ინგლისურ ენაში. კურსი სექტემბრიდან ამოქმედდება.

დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეთა არასრულწლოვანი შვილები მონაწილეობენ სხვადასხვა ვორკშოფებსა და ტრეინინგებში, რომლებიც მანგლისის სკოლა “საბადოში” იმართება. დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის ინიციატივით დაარსებულ ლიდერობის აკადემია „საბადოსა“ და ფონდს შორის მემორანდუმს გასულ წელს მოეწერა ხელი.

„საბადოში“ გამართული საგანმანათლებლო აქტივობები უფასოდ არის ხელმისაწვდომი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ბენეფიციართა არასრულწლოვანი შვილებისთვის, რომლებიც 2025-2026 წლებში 8 სხვადასხვა თემატურ პროგრამაში ჩაერთნენ. მათ შორისაა ისეთი პროგრამები, როგორიცაა ადგილობრივი თვითმმართველობა, მენეჯმენტი და ეკონომიკა, დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები, კრიზის მენეჯმენტი, პოლიტიკური სისტემები და მათი მართვა. ასევე, მათთვის ხელმისაწვდომია საერთაშორისო პროგრამები, რომელიც “საბადომ” თავის პარტნორებთან, ჰარვარდისა და სტენფორდის უნივერსიტეტებთან ერთად განახორციელა: ლიდერობის კურსი (ჰარვარდი) და პოლიტიკის ფსიქოლოგია სოციალურ მედიაში (სტენფორდი).

გრძელვადიანი მხარდაჭერა სამხედროთა სპორტული გუნდებისთვის

ფონდი აქტიურად უდგას მხარში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ მებრძოთა სპორტულ გუნდს, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობის ტურნირებში მონაწილეობს. ბენეფიციართა ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის მიზნით, ფონდმა ბრიტანულ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია Invictus Games Foundation-თანთანამშრომლობით, სხვადასხვა წლებში მჯდომარე კალათბურთისა და მშვილდოსნობის გუნდები აღჭურვა სპეციალური სპორტული ინვენტარით. გრძელვადიანი მხარდაჭერა დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს საშუალებას აძლევს წარმატებას მიაღწიონ პარა სპორტულ ტურნირებში. სულ ახლახან, ფონდის დაფინანსებით, შეძენილ იქნა რაგბის 10 ეტლი, რითაც მებრძოლთა კიდევ ერთი სპორტული გუნდი ჩამოყალიბდა. სამხედროთა სპორტული გუნდები 2027 წელს ძლიერთა თამაშებში მონაწილეობისთვის მოემზადებიან, რომელიც დიდ ბრიტანეთში, ბირმინგემში გაიმართება.

ტრადიციად იქცა, ყოველწლიურად, დაჭრილთა მხარდასაჭერი საქველმოქმედო გარბენის ორგანიზება, რომლის ინიციატორი თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციაა. უკვე მესამე წელია, სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ატაშეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდთან ერთად“ ატარებენ სპორტულ ღონისძიებას, რომლის მიზანია საზოგადოებაში ფონდის შესახებ ცნობიერების ამაღლება. გარბენში რეგისტრაციიდან შემოსული თანხა სრულად ირიცხება „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“ დონაციის განსახორციელებლად შექმნილია საქველმოქმედო ნომერი 0 901 777 771 (1 ზარი-1 ლარი) და გახსნილია ანგარიშები, სადაც ნებისმიერი თანხით შესაძლებელია გმირი მებრძოლების მხარდაჭერა.

გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის!

(R)

თეგები: დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისილქნეტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

13:43 08-19-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით მრავალფეროვანი პაკეტები და კომბინაციები!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით მრავალფეროვანი პაკეტები და კომბინაციები!

12:05 08-19-2026
ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved