• რეკლამა
  • კონტაქტი
16:59, ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ჩემი ინფორმაციით რუსებმა აგვისტოს დასაწყისში გამოუგზავნეს ორი ტიპის ხელშეკრულების პროექტი” – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:16 08-17-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
208

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,სასწრაფოდ!

აფხაზეთში და სავარაუდოდ ცხინვალში საწვავის მიწოდება არის ძალიან დიდი რამის ნიშანი და მომზადება. უახლოეს კვირებში ივანიშვილი აპირებს გადაიხადოს ის ანგარიში, რომელიც მოსკოვმა წაუყენა 2012 წელს ხელისუფლებაში მოყვანისთვის და ახლა უკრაინის ომის კვალობაზე გამდიდრებისთვის. 4 წელზე მეტია ივანიშვილი იკვებება რუსეთის ხელიდან. გააორმაგა რა თავისი სიმდიდრე, რუსეთისთვის სანქციების ავლაში დახმარებით.

ჩემი ინფორმაციით რუსებმა აგვისტოს დასაწყისში გამოუგზავნეს ორი ტიპის ხელშეკრულების პროექტი, ერთი ეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, მესამე მხარესთან არ გარიგებას ერთმანეთის წინააღმდეგ (მესამე ძალაში დასავლეთი იგულისხმება) და ასევე 2 ცალ-ცალკე ხელშეკრულება აფხაზეთის და მთავრობებთან მათი სუბიექტურობის აღიარებით და თავდაუსხმელობის გარანტიით. ეს ხელშეკრულებები უშუალოდ ივანიშვილს გადმოსცეს.

რუსეთის მხრიდან ამას კურირებს სერგეი კირიენკო, ქართული საგარეო საერთოდ არ არის პროცესში ჩართული. ივანიშვილი თვლის რომ სწორედ ახლა არის მოსახერხებელი მომენტი ამ საბოლოო ღალატის და ჩაბარების დოკუმენტების ხელმოსაწერად. ხალხი დაშინებულია, ყველაზე ჩხუბისთავები ციხეშია, ოპოზიცია დისკრედიტებულია, დასავლეთს ჩვენთვის არ სცალია. სასწრაფო რეჟიმში მიმდინარეობს ღალატის ტრაქტატის ხელმოწერისთვის იდეოლოგიური მომზადება. საქართველო ომში დადანაშაულება უფრო გაფორმებით ვიდრე ადრე, გეორგიევსკის ტრაქტატი გააძრეს ძველი საბჭოთა ნაფტალინისგან. ყველა ქოც-ტროლი გაგანია ზაფხულში მობილიზებულია რუსეთთან ჩაბარების “გასაპრავებლად”. პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კირიენკო, თვითონაც ყოფილი სოხუმელია. უახლოეს კვირებში კობახიძეს ელიან მოსკოვში ამ ყველაფერზე ხელის მოსაწერად.

ახლა სასწრაფოდ დარაზმვის და მოქმედებისთვის მომზადების დროა, თორემ სულ მალე გავიღვიძებთ და აღმოვაჩენთ, რომ ყველაფერი დავკარგეთ და აქ მინდა ვთქვა რაც ადრე არასდროს მითქვამს. ამ საკითხში უნდა აქტიურად ვეკონტაქტოთ რიგით ქოცებს, ისევე როგორც საშუალო დონის თანამდებობის მქონეს. ეს ისეთი საკითხია, სადაც დარწმუნებული ვარ წინააღმდეგობის მოძრაობა ივანიშვილის ბევრ ერთგულ მომხრეშიც იპოვის თანამოაზრეებს. ამ ქოცების სტატუს-კვო აწყობთ, მაგრამ ქვეყნის გაუქმებაზე ისინიც არ იქნებიან თანახმა. ვინაიდან მათი მოტივაცია მაინც განსხვავდება თავისი არსებით რუსი ივანიშვილისგან და ფოფხაძის გაზრდილი კობახიძისგან.

ჩვენი ამოცანაა მინიმუმ მივაღწიოთ იმას, რომ სანამ რუსეთი საბოლოოდ დაიწყებს ტორტმანს, არ მივცეთ ქოც-დიქტატურას საშუალება ისეთი დოკუმენტების გაფორმების ოკუპირებულ ტერიტორიებთან, რომელთა გადახედვა შემდეგ ძალიან გაჭირდება. ახლა რუსები ჩქარობენ საქართველოს გადაფორმებას, ჩვენ ყველანაირად უნდა შევუშალოთ ამაში ხელი. ახლა თუ ვიქნებით პასიური, დღევანდელი თაობები ძალიან სამარცხვინოდ დაამახსოვრდება ისტორიას.“

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა

14:06 08-17-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved