• რეკლამა
  • კონტაქტი
01:14, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
23:28 08-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
121

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე საქართველოს ხელისუფლება

„მას აქეთ, რაცა კურთხევა ღვთისა
მიეცა ტანჯულს ივერიის ერს,
რაც კარგი ექნას რუსისა შტიკსა
ღმერთმა იმ რუსსვე ასკეცად მისცეს“.
ილია ჭავჭავაძე

ჯერ გადავხედოთ, თუ რას ფიქრობდნენ დიდი ქართველი ისტორიკოსები ამ დოკუმენტზე.

ივანე ჯავახიშვილი – „დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში“;

„1783 წლის ხელშეკრულებას საქართველოსთვის არა მოუტანია რა. ზიანი კი — აუარებელი. პოლიტიკური მდგომარეობა გაუმჯობესების მაგიერ საშინლად გაუარესდა.“

ეს კაცი მთლა დიფ სთეითის გენერალი ყოფილა!

ილია ჭავჭავაძე

„რუსეთმა თავისი პირობა არ აასრულა: არც მეფობა დაუტოვა საქართველოს, არც ავტონომია და არც ეკლესიას თავისუფლება… რუსეთმა დაარღვია ის ტრაქტატი, რომელიც საქართველოსთან დადო, და საქართველო უბრალო პროვინციად გახადა თავის ვრცელ იმპერიისა.“

მიხაკო წერეთელი „საქართველო და რუსეთი“

„1783 წლის ტრაქტატზე დამყარებული იმედები ქართული პოლიტიკური აზრის უდიდესი ილუზია და შეცდომა იყო. ჩრდილოელ ერთმორწმუნეზე დამყარებულმა გულუბრყვილო ნდობამ ერი პოლიტიკურ კატასტროფამდე და დამოუკიდებლობის სრულ დაკარგვამდე მიიყვანა.“

„გეორგიევსკის ტრაქტატი იყო არა ორი თანასწორი სახელმწიფოს მოკავშირეობა, არამედ მზაკვრული მახე, რომლითაც რუსეთის იმპერიამ კავკასიაში ფეხი მოიკიდა და საქართველო საკუთარ ანექსიურ ზრახვებს მსხვერპლად შეწირა.“

ზურაბ ავალიშვილი

„საქართველოს შეერთება რუსეთთან“ (Присоединение Грузии к России, 1901 წ.)

„ტრაქტატმა საქართველოს წაართვა საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლად წარმოების უფლება და რუსეთის ვასალად აქცია, სანაცვლოდ კი ქართულ მხარეს ვერანაირი რეალური, ქმედითი გარანტია ვერ მისცა საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად.“

ნიკო ბერძენიშვილი

„ცარიზმმა უხეშად დაარღვია 1783 წლის ტრაქტატის პირობები. მფარველობის ნაცვლად ქართველმა ხალხმა მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრიობის სრული გაუქმება და ცარისტული რუსეთის მიერ ქვეყნის ანექსია.“

„1795 წელს, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას, რუსეთის მთავრობამ არ შეასრულა ტრაქტატით ნაკისრი სამხედრო ვალდებულება, საქართველო ბედის ამარად მიატოვა და მტრისგან აოხრებას შეახვედრა.“

• რატომ არის ტყუილი, თითქოს გეორგევსკის ტრაქტატმა საქართველო გადაარჩინა

– ძალიან მოკლედ, თუ რა ხდებოდა ქართლ – კახეთის თავს მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში გეორგევსკის ტრაქტატის დადებამდე.

1747 წელს ნადირ შაჰის გარდაცვალების და ქართველების მიერ 1751 წელს, ყირხბულახის ბრძოლაში აზატ ხანის დამარცხების შემდეგ ირანში ჯერ შიდა არეულობაა , შემდეგ კი იქ ქარიმ-ხან ზანდის მმართველობა იწყება. ამ დროს საქართველოს მიმართულებით არც ერთი ლაშქრობა არ ყოფილა. თითქმის ნახევარი საუკუნე, 1795 წლამდე სპარსელებს აქეთ არ გამოუხედავთ!

1755 წლის ყვარლის ბრძოლის შემდეგ, სადაც ერეკლემ დაამარცხა ნურსალ-ბეგი (ავარეთის ხანი), რის შემდეგაც ლეკების დიდი, ორგანიზებული კამპანიები კარგა ხნით შეჩერდა.

შემდეგი ეტაპი დიდი ლეკიანობისა იწყება მას შემდეგ, რაც ერეკლე მეორე 1768-1774 წლების რუსეთ თურქეთის ომში რუსების მხარეზე გამოდის და ტოტლებენთან ერთად ახალციხის საფაშოს ესხმის თავს. სქემა ასეთია: რუსების მხარეზე გამოსვლა – ახალციხის საფაშოსთან დაპირისპირება – ერეკლეს მიერ ახალციხის წინააღმდეგ ლაშქრობის მცდელობა – „ტოტლებენის ღალატი“ და ერკლეს მიტოვება- ახალციხის ფაშას შურისძიება – ლეკების წაქეზება.

ოსმალურ წყაროებში, რომლებიც 1775–1784 წლების მოვლენებს ეხება. („Описание событий в Грузии и Черкесии по отношению к Оттоманской империи от 1192 года по 1202 год хиджры (1775–1784 гг.)“) პირდაპირ წერია, რომ ახალციხის ფაშას სულეიმანს დაევალა დაღესტნელი ძალების მიზიდვა ერეკლეს თავდასხმის საპასუხოდ.

გეორგევსკის ტრაქტატის დადებამდე ფაქტობრივად 30 წლის განმავლობაში ქართლ კახეთის სამეფო არათუ სერიოზულ გარე აგრესიას არ განიცდის, არამედ თავად ატარებს ძალიან აქტიურ პოლიტიკას და სამხედრო კამპანიებს აღმოსვალეთ კავკასიიის რეგიონში. ვინც ისტორია ოდნავ მაინც იცის იმისთვის ნათელია, რომ 1750-იანი წლების მეორე ნახევრიდან ქართლ-კახეთი აღარ არის მხოლოდ თავდაცვისთვის მებრძოლი ქვეყანა.

– 1760 წელს ერეკლე II-მ, დაამარცხა ყარაბაღის ხანი (ფანახ-ხანი) და პარალელურად ილაშქრა განჯასა და ერევანში, რითაც რეგიონზე საკუთარი გავლენა განამტკიცა.

– 1778 წელს დალაშქრა განჯა მას შემდეგ, რაც განჯის მმართველმა ფათ-ალი-ხანმა მორჩილებაზე უარი თქვა, ერეკლემ ის სასტიკად დაამარცხა

– 1779–1780 წწ. და კვლავ დაიმორჩილა ერევნის და ნახიჩევანის სახანოები.

ისტორიული ფაქტია, მე-18 საუკუნის 50-ინ 60-იან წლებში ჯერ თეიმურაზი და ერეკლე, შემდეგ კი, მარტო ერეკლე, ახერხებენ ქართლ-კახეთის პოლიტიკურ და სამხედრო გაძლიერებას, ირანისგან ფაქტობრივი დამოუკიდებლობის მოპოვებას, აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ძლიერი ქართული გავლენის გავრცელებას და ამ რეგიონში დომინანტ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. ერევნის, განჯისა და ნახიჩევანის სახანოები ოფიციალურად ქართლ-კახეთის სამეფოს ვასალები და მოხარკეები იყვნენ. ოსმალეთიც და ირანიც ერეკლე მეორეს ღიად ხელს ან არ, ან ვერ უშლიან. რა გადარჩენაზეა ამ დროს საუბარი?

გეორგევსკის ტრაქტატის დადებამდე თითქმის 30 წლის განმავლობაში ქართლ კახეთის სამეფოზე არც ერთი სახელმწიფოს ორგანიზებული სამხედრო ოპერცია არ განხორცილებულა. ასეთი „გადასარჩენები“ ვიყავით კობახიძისნაირების აზრით ტრაქტატის დადებამდე.

• გეორგევსკის ტრაქტატის შემდეგ

ახლა რა ხდება სწორედ გეორგევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ და რატომ წერს ივანე ჯავახიშვილი, „ქართველი ერის ისტორიაში“ რომ – „პოლიტიკური მდგომარეობა გაუმჯობესების მაგიერ საშინლად გაუარესდა.“

ირანი და ოსმალეთი აღიქვამენ საფრთხედ რუსეთის შემოსვლას კავკასიის რეგიონში და უპირიპირდებიან ერეკლეს.

ოსმალეთი ხელფასს უხდის დაღესტნელ ომარ ხანს 250,000 თურქული პიასტრს. აქაც ლეკების ლაშქრობის მთავარი ორგანიზატორი არის ახალციხის ფაშა სულეიმანი, რომელიც ერეკლემ დაამარცხა ასპინძაში 1770 წელს და ხერთვისში 1771 წელს. ის მაშინ ფაქტობრივად გადაარჩინა „ტოტლებენის ღალატმა.“ ამ ტერმინს, „ტოტლებენის ღალატს“, იმიტომ ვსვამ ბრჭყალებში, რომ ქართული საბჭოთა ისტორიოგრაფია, განსაკუთრებით ტრაქტატის 200 წლისთავის აღნიშვნისას, ცდილობდა ამ ტერმინის დამკვიდრებას. მიზანი ნათელია, ქართველების თვალში ერთმორწმუნე, „ჩვენს გადამრჩენელ“ რუსულ სახელმწიფოს კი არა, გადამთიელ ტოტლებენს უნდა დაბრალებოდა ერეკლეს „ღალატი“. როგორც ჩანს, ნაწილობრივ საბჭოთა ისტოპრიოგრაფიას გამოუვიდა კიდეც ჩვენში ამ კლიშეს დამკვიდრება. არადა, ტოტლებენი მხოლოდ მსახური იყო რუსეთის პოლიტიკის და რაც დაავალეს, იმას ასრულებდა.

საინტერესოა, რომ ომარ ხანს მხოლოდ ოსმალოელები არ უხდიან ხელფასს, როდესაც ის ემზადებოდა საქართველოს წინააღმდეგ სალაშქროდ, რუსეთის კავკასიის ხელისუფლებამ მას 1000 ჩერვონეცი და ძვირფასი თამბაქოს კოლოფი გაუგზავნა საჩუქრად! მოკავშირეც ასეთი უნდა გვყავდეს და გადამრჩენელიც! არა ბატონო პრემიერო?!

მეტიც, აღმოჩნდა, რომ1785 წლის ბოლოს ცნობილ გრაფ პოტიომკინს, იმპერატრიცის სახელით ჰქონდა განკარგულება, რომ ომარ-ხანისთვის ყოველწლიურად 6,000 რუბლი გამოეყოთ ჯარის შესანახად — რუსეთის სამსახურში. იმ ჯარის რომელიც საქართველოს ანადგურებს!…”С высочайшим повелением к генерал-порутчику Потемкину отпускать хану аварскому ежегодно по 6 т. рублей на содержание войска, для службы российской…“ — П. Г. Бутков, „Материалы для новой истории Кавказа, с 1722 по 1803 год“, 3 ტომი, პეტერბურგი, 1869.

თუ კიდევ ვერ გაიგებთ რას გვიკეთებდნენ “გადამრჩენლები” გეორგევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ ახლა მთავარს მივადექით – ესაა რუსების სამხედრო დახმარება აღა მაჰმად ხანზე, სწორედ გეორგევსკის ტრაქტატის შემდეგ!

1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატი რუსეთმა პრაქტიკულად ოთხი წლის შემდეგ, 1787 წელს, რუსეთ-ოსმალეთის ომის დაწყების წინ,  საქართველოში მყოფი ორი ბატალიონი გაიყვანა. მოკავშირეც და გადამრჩენელიც ასეთი უნდა! ის ომს უცხადებს საქართველოს ისტორიულ მტერს, რომელიც ბევრად ძლიერია ჩვენზე, ამავე დროს ტრაქტატით აღებული ჩვენი სახელმწიფოს დაცვის ვალდებულების შესრულების ნაცვლად, “მოკავშირეს” საქართველოდა ჯარი გაჰყავს და პირისპირ გვტოვებს ოსმალების წინაშე, რომლებც გაცოფებულები არიან ჩვენზე ტაქტატის დადების გამო! ესაა კობახიძისნაირების აზრით, გადარჩენა!

მაშინ როცა „ჩვენი ერთმორწმუნე მოკავშირე“ არ ასრულებს ჩვენს წინაშე აღებულ ვალდებულებას, რომ სპარსების და თურქებისგან დასაცავად ქართლ კახეთში ორი ბატალიონი და ოთხიოდე ზარბაზანი იყოლიოს, აღმოჩნდა, რომ ამ დროს იგი იარაღით ეხმარება ჩვენ კიდევ ერთ დიდ მტერს, აღა-მაჰმად-ხანს, რომელიც ერეკლესგან ითხოვს რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტას!

2022 წელს გამოცემული Kevin Gledhill, “Betrayed into the Hands of the Enemy”: The 1795–96 Russian Investigation of the Death of Hedayat-Allah Khan of Gilan, Iranian Studies, vol. 55, no. 2, pp. 355–378 თანახმად ტახტზე ასული
აღა მაჰმად ხანი გილანის დამორჩილებას ცდილობდა. გილანის მმართველმა, ჰედაიათ-ოლაჰ-ხანმა რუსეთს დახმარება სთხოვა აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ. მაგრამ რუსეთის წარმომადგენლები თავად დაუკავშირდნენ აღა-მაჰმად-ხანს და მას იარაღითაც დაეხმარნენ გილანის წინააღმდეგ. აღა მაჰმად ხანი შეიჭრა გილანში, გილანის მმმართველმა, ეტყობა არ იცოდა, რომ რუსებმა ის გაყიდეს და თავი რუსულ სამხედრო გემს შეაფარა (კიდევ ერთი გულუბრყვილო!) რუსებმა კი იგი აღა მაჰმად ხანს გადასცეს, რომელმაც სიკვდილით დასაჯა.

ანუ, რუსეთს გეორგევსკის ტრაქტატით აქვს აღებული ვალდებულება ქართლ კახეთის სამეფოს სამხედრო ძალით დაეხმაროს. ის ამ ვალდებულებას არ ასრულებს, იწყებს ოსმალეთთან ომს, ქართლ კახეთიდან ჯარი გაჰყავს და ერეკლეს მარტო ტოვებს მასზე ბევრად ძლიერი ოსმალების წინაშე! ეს ჩვენი გადარჩენისთვის კეთდება ბატონო ირაკლი!

იმავე პერიოდში რუსეთი შეიარაღებას აძლევს ერეკლეს დაუძინებელ მტერს არა მაჰმად ხნას, ვისგან დასაცავადაც გავაფორმეთ 1783 წელს გეორგევსკის ტრაქტატი.და ამ შეიარაღების გადაცემიდან არასრული ერთი წლის თავზე ქართლ კახეთიდან გაჰყავს ტრაქტატით არსებული ვალდებულების თანახმად ჩვენს დასახმარებალდ ქართლ კახეთში განლაგებული სამხედრო ნაწილები! ფაქტობრივად აიარაღებს ჩვენს მტრებს და მარტო გვტოვებს მათ წინააღმდეგ! ესეც ჩვენი გადარჩენისთვისააო ხომ., ბატონო, პრემიერო!

და ბოლოს ტრაქტატის დადების შემდეგ, რუსეთი, რა თქმა უნდა ბატონო ირაკლი, ისევ ჩვენი გადარჩენისთვის, ტოველწლიურად 6 ათას რუბლს უგზავნის ომარ ხან ავარელს ჯარის შესანახად, იმ ჯარის, რომელიც გაანადგურებს ქართლ კახეთის სამეფოს!

მაინტერესებს ახლა, რა ტვინით ობოლი უნდა იყო კაცი, რომ დაწერო, ტრაქტატმა გადგვარჩინაო?

გეორგევსკის ტრაქტატმა და კავკასიაში ერეკლე მეფის მიერ რუსების შემოყვანამ ჩვენ წინააღმდეგ გააერთიანა ერთმანეთის მრავალსაუკონოვანი მტრები, ოსმალეთი და ირანი. 1793 წელს რუსი ელჩი მიხეილ კუტუზოვი კონსტანტინოპოლიდან იტყობინებოდა, რომ აღა-მაჰმად-ხანი ოსმალეთთან მიმოწერაში იყო და ოსმალეთი აღა-მაჰმად-ხანს შაჰის ტიტულის აღიარებას ჰპირდებოდა იმ პირობით, რომ იგი საქართველოს დაიპყრობდა.

„გეორგევსკის ტრაქტატის“ გაფორმების შედეგად წარმოქმნილი საგარეო გამოწვევების და რისკების ერთადერთი შესაძლოა კომპენსაცია შეიძლება ყოფილყო, ქართლ კახეთის სამეფოსადმი რუსეთის იმპერიის სამხედრო პოლიტიკური დახმარება, რომელიც ტრაქტატის თანახმად გვეკუთვნოდა. და რა მივიღეთ? ქართლ კახეთისდან რუსული ნაწილის გაყვანა და ჩვენი დაუძინებელი მტრების, ომარ ხან ავარელის ფინანსური აღა მაჰმად ხანის სამხედრო პოლიტიკური დახმარება.

ჩვენი „ერთმორწმუნე“ მეგობრის და დამცველის“ ამოცანა მაშინაც და იმის შემდეგაც იყო არ დაეშვა არც ერეკლეს და არც ქართული სახელმწიფოს გაძლიერება. ის ამ საკითხზე გარიგებაში, მაშინაც და მომდევნო საუკუნეების განმვლობაში, შედიოდა ჩვენს ყველა მტერთან, რის შესახებაც ზემოთ მოყვანილი ფაქტებიც ადასტურებს. გეორგევსკის ტრატატიმა საქარველო კი არ გადაარჩინა, მის გაფორმბისათვის ქართლ კახეთის სამეფოს ორი ვეშაპის ოსმალეთის და ახლა ქვევითაც ნახავთ.

კიდევ ერთი საკითხი, ესაა ერეკლე მეორის მიერ საქართელოს გაერთიანებაზე უარის თქმა. პირადად ჩემთვის ეს არის ყველაზე მძიმე თემა ერეკლესთან მიმართებაში, მოდი ვნახოთ რა როლი ითამაშა ამაში გეორგევსკის ტრაქტატმა. 1780-იან წლებში იმერეთის თავადთა ნაწილი ერეკლე II-ს სთავაზობდა იმერეთის ქართლ-კახეთთან გაერთიანებას. ერეკლეს გადაწყვეტილება უარყოფითი იყო. ვინმემ რომ არ დამაბრალოთ, რომ დიფსტეითის ან დასვლეთის აგენტების ვერსიებს ვიმეორებ, ვნახოთ რას წერს ამ საკითხზე 2016 წელს მოსკოვში გამოცემული „Православная энциклопедия“, ტომი 26, სტატია „Ираклий II“.

„Большинство историков усматривают причину отказа (გაერთიანებაზე უარის თქმის მიზეზი) в том, что Зап. Грузия входила в сферу влияния Турции и объединение Грузии могло ухудшить отношения И. с Портой, что противоречило интересам Российской империи.“

ანუ რუსები თავად წერენ, ერეკლემ უარი თქვა გაერთიანებაზე, რადაგანაც ეს ჩვენს ინტერესებში არ შედიოდაო! ჩემი აზრით, ეს არის ქართველი ერის წინაშე ჩადენილი ბაგრატიონების დინასტიის წარმომადგენლების ერთ ერთი ყველაზე დიდი ისტორიული დანაშაული და ამის ერთ ერთი მიზეზი ისევ და ისევ ერეკლეს მიერ გეორგევსკის ტრაქტატით რუსების წინაშე აღებული ვალდებულების ერთგულება ყოფილა.

ესეც კიდევ ერთი გადარჩენა, რაც ალბათ კობახიძის აზრით მოუტანა ამ ტრაქტატმა საქართველოს!

P.S. 1983 წელს ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიიის ფაკულტეტის პირველ კურსზე. იმ წელს შევარდნაძის ინიციატივით აღინიშნა გეორგევსკის ტრაქტატის 200 წლისთავი. ძალიან საზიზღარი სანახავი იყო ის პირმოთნეობა, რუსებს აქვთ კარგი ტერმინი „Раболепие“, რითაც საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება და ინტელექტულური ელიტის ნაწილი იქცეოდა რუსების მიმართ, უმტკიცებდა მათ ქართველების ერთგულებას. იმართებოდა კონფერენციები, გამოიცა უმეტეს შემთხვევასი ნულოვანი სამეცნიერო ღირებულების მატარებელი სახოტბო ნაშრომები, მომზადდა სატელევზიიო გადაცემები, სადაც უამრავი სადრეგრძელო ითქმოდა ქართველი და რუსი ხალხის საუკუნვან ძმობაზე, იმაზე თუ როგორ გადაგვარჩინეს რუსებმა და ა.შ. გადავიღეთ სრულიად ანტიმეცნიერული ფილმი „წიგნი ფიცისა“, რომელიც ძალიან დამახინჯებულად და ქართველებსითვის დამაცირებლად აღწერდა მაშინდელი რუსულ – ქართული ურთიერთობების ისტორიას. სხვათა შორის იქ ტიტრებში კონსულტანტად ეწერა ჩემი ლექტორი, რომლმაც წაგვიყვანა კურსელებსი აღმოსავლეტ მცოდნნების კორპუსში მყპოფ კინოდარბაზში თან გავჩვენა ფილმი და გვიხსნიდა, რომ მის შენიშვნებს და მოსაზრებებს არ ითვალისწინებდნენ ფაქტობრივად ბოდიში მოგვიხადა ბავშვებს.

რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ასეთმა უგუნურმა საქციელმა უკურეაქცია გამოიწვია. ახალგაზრდობაში პირიქით მოხდა პატრიოტული და ანტირუსული განწყობების დაგროვება. მერე ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ 1983 წელს გეორგევსკის ტრაქტატის ასეთი დამამცირებელი ფორმით აღნიშვნის გამო დაგროვილმა უკმაყოფილებამ შეიძლება გარკვეული გავლენა მოახდინა 80-იანი წლების ბოლოს საზოგადოების უეცარ რადიკალიზაციაზე. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა.

იმ ამბებიდან 40 წელზე მეტი გავიდა, ძალიან ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების 35 წლის თავზე ჩვენს ქვეყანას ეყოლებოდა პრემიერ მინისტრი, რომელიც გეორგევსკის ტრაქტატის შეფასებებში სსრკ-ს დროს დაჭერის შიშში მომუშავე ცნობილი ქართველ ისტორიკოსების ფორმულირების გამეორებასაც კი ვერ გაბედავდა (იხილეთ ზემოთ ნიკო ბერძენიშვილის მოსაზრება ტრაქტატზე) და ამ დოკუმენტის განდიდებაში საბჭოთა საქართველოს კომპარტიის ცკ-ს მდივნებზე და რაიკომის ინსტრუქტორებზე შორს წავიდოდა! ძალიან სირცხვილია!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved