• რეკლამა
  • კონტაქტი
02:24, პარასკევი, 2 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რა სამეგრელოს ვუტოვებთ მომავალ თაობას?” – თამარ ბელქანია

ალია ავტორი - ალია
19:23 08-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,053

ისტორიკოსი, წალენჯიხის მერის ყოფილი მოადგილე, თამარ ბელქანია:

სამეგრელოს გაძლიერება მხოლოდ ერთი რეგიონის ეკონომიკური განვითარების საკითხი არ არის.
ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საკითხი.
სამეგრელო არის რეგიონი, რომელიც წლების განმავლობაში ყველაზე მძიმედ გრძნობს ოკუპაციის შედეგებს. აფხაზეთის ოკუპაციამ მას არა მხოლოდ ტერიტორიული სიახლოვის, არამედ ეკონომიკური, დემოგრაფიული, ფსიქო- ემოციური და სოციალური თვალსაზრისითაც დაარტყა.
ამიტომ განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც რეგიონი თანდათან კარგავს საკუთარ ეკონომიკურ საყრდენებს.
იყო პერიოდი, როდესაც სამეგრელოს სოფლების მნიშვნელოვანი ნაწილი თხილის შემოსავლით ცხოვრობდა. შემდეგ გაჩნდა ლურჯი მოცვი – ახალი იმედი და ახალი შემოსავლის წყარო. მაგრამ დღეს თხილის ხარისხის პრობლემებმა და ფასის მკვეთრმა შემცირებამ ფერმერებს მძიმე მდგომარეობა შეუქმნა. ახლა უკვე მოცვის ფასიც მცირდება.
ეს მხოლოდ სოფლის მეურნეობის პრობლემა აღარ არის. ეს არის ოჯახების შემოსავლის, სოფლების სიცოცხლისუნარიანობის და მთლიანად რეგიონის ეკონომიკური მომავლის პრობლემა.
როდესაც ადამიანს საკუთარი შრომით ღირსეული შემოსავლის მიღების შესაძლებლობა აღარ აქვს, ის იწყებს წასვლას.
სამეგრელოში მაღალია მიგრაცია, მცირდება მოსახლეობა, დაბალია შობადობა. ახალგაზრდების დიდი ნაწილი რეგიონში აღარ ბრუნდება, რადგან აქ მათთვის საკმარისი სამუშაო და განვითარების შესაძლებლობა არ არის.
რეგიონში დასაქმების ბაზარი უკიდურესად შეზღუდულია. ადამიანებს სჭირდებათ არა მხოლოდ სოციალური დახმარება (რომელიც უკვე მოხსნილია), არამედ სამუშაო, შემოსავალი და მომავლის განცდა.
და სწორედ აქ უნდა ჩანდეს სახელმწიფო.
სად არის სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც სამეგრელოს საკუთარი რესურსების გამოყენების შესაძლებლობას მისცემს?
სად არის სოფლის მეურნეობის გრძელვადიანი მხარდაჭერა?
სად არის განათლება, პროფესიული მომზადება, ჯანდაცვა, ახალი სამუშაო ადგილები?
სად არის პოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდას ეტყვის — დარჩი, აქაც შეგიძლია წარმატების მიღწევა?
სამეგრელოს აქვს უდიდესი სტრატეგიული რესურსები. ენგურჰესი, ანაკლია, შავი ზღვის სანაპირო, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, საზღვრისპირა მდებარეობა.
მაგრამ რესურსი მხოლოდ მაშინ იქცევა ძალად, როდესაც მას სახელმწიფო განვითარების პოლიტიკად აქცევს.
შეხედეთ ანაკლიას. შეხედეთ განმუხურს. რა უნდა იყოს ეს სივრცეები — უბრალოდ ინფრასტრუქტურული პროექტები თუ მთელი რეგიონის ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრები?
ძლიერი სამეგრელო ნიშნავს ძლიერ ეკონომიკას, ძლიერ სოფელს, განათლებულ ახალგაზრდობას, ახალ სამუშაო ადგილებს და ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი სახლიდან წასვლა აღარ სჭირდებათ.
და აქ მივდივართ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხამდე.
აფხაზეთის ოკუპაცია არის ის მოცემულობა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკას უნდა განსაზღვრავდეს.
თუ ჩვენი მიზანი აფხაზეთის დაბრუნებაა, მაშინ უნდა გვესმოდეს: ამ გზაზე ძლიერი სამეგრელო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.
როგორ დავიბრუნებთ #აფხაზეთს სუსტი, დაცლილი, ეკონომიკურად დაუძლურებული სამეგრელოთი?
აფხაზეთის დაბრუნებაზე მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები საკმარისი არ არის. არც წინასაარჩევნოდ ენგურის ხიდზე ჩამორბენა.
ჩვენ გვჭირდება ისეთი სამეგრელო, რომელიც ეკონომიკურად ძლიერია, ახალგაზრდებით სავსეა, განვითარებულია და მომავლის რწმენა აქვს.
ძლიერი სამეგრელო არ არის რეგიონული ამბიცია.
ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი ამოცანა.
და ამიტომ მთავარი კითხვა N ხელისუფლებასთან უნდა იყოს არა მხოლოდ — რას აკეთებთ დღეს?
არამედ:
– რა სამეგრელოს ვუტოვებთ მომავალ თაობას?
– როგორი საქართველო გვინდა დავუტოვოთ მათ?
ამის მიხედვით მივხვდებით, საით მივდივართ და როგორი იქნება ჩვენი ხვალინდელობა.
მერწმუნეთ უმდიდრესია სამეგრელო. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved