• რეკლამა
  • კონტაქტი
15:40, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, წითლი, გინდა, ვიმღეროთო? – „ხომ არ გააფრინე?! რა დროს სიმღერაა, აქ ცოცხლები ვეღარ გადავრჩებით!“ – ანა წითლიძე

ალია ავტორი - ალია
13:48 08-12-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
135

ნაცმოძრაობის წევრი, ანა წითლიძე:

,,დღეს ირაკლი ნადირაძეს იუსტიციის სახლიდან ვიდეოქოლით ველაპარაკე.

სულ 15 წუთი გვქონდა.

დიდხანს ვამზადებდი საკუთარ თავს ამ საუბრისთვის. მაგრამ 10 თვის დაგროვილი სათქმელი 15 წუთში როგორ უნდა ჩამეტია, არ ვიცოდი.

ნადირა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც 2012 წლის ოქტომბერში, წაგებული არჩევნების შემდეგ, პარტიაში გავიცანი. მას შემდეგ იმდენი რამ გავიარეთ ერთად — ბრძოლა, სირთულეები, შიდა თუ გარე პრობლემები — რომ იმ წლების ცალკე მოყოლაც კი შეუძლებელია.

უმძიმეს წუთებშიც კი მოწყენილი ან გატეხილი ნადირა მე არ მახსოვს.

ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული დღე იყო ენმ-ის ოფისზე თავდასხმა.
წინა რიგებში ვიდექით. ჩვენს წინ კომბლებით შეიარაღებული ქოცტიტუშკები, მათ უკან კი პოლიცია, რომელიც ტიტუშკების მხარეს იდგა.

არ ვიცოდით, იმ წუთებში რა მოხდებოდა.

ამ ორომტრიალში უცებ მომიბრუნდა და მეკითხება:

— წითლი, გინდა, ვიმღეროთ?))

„ხომ არ გააფრინე?!“ — შევუღრინე. — „რა დროს სიმღერაა, აქ ცოცხლები ვეღარ გადავრჩებით!“))

„კარგი, მაშინ მოდი, ლექსებს წავიკითხავო“ — მითხრა.

მაშინ მართლა ვიფიქრე, რომ სრულ ჭკუაზე არ იყო.))

და ამ ყველაფერში, როცა საერთოდ არ ვიცოდით, იქიდან როგორ გამოვიდოდით, ნადირა მღეროდა:

„საქართველოო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის…“

მახსოვს, მაშინ ისეთი ძალა ვიგრძენი, მეგონა, კედელს გავარღვევდი.

დღეს, 10 თვის შემდეგ, ისევ ასეთი დამხვდა.

იმ 15 წუთში ყველაფერზე ვიცინეთ. საკუთარ თავზეც — იმაზე, რომ, როგორც თვითონ თქვა, გიჟები ვართ და სხვანაირად ცხოვრება უბრალოდ არ შეგვიძლია.

15 წუთიდან თითქმის 14 წუთი იმაზე მელაპარაკებოდა, რომ საპროცესო შეთანხმებას არ დაწერს.

„რუსებთან — არასოდეს.“

არაფერს ნანობს.

და გარეთ რომ იყოს, ზუსტად ასე, იმავე სიმტკიცით იბრძოლებდა.

ციხეში გამოკეტილი საკუთარ თავზე კი არ დარდობს. მიშაზე დარდობს, ხაბეზე, პარტიაზე, უკანონოდ დაკავებულ ადამიანებზე.

ბოლოს კი მითხრა:

„მე ვიცი, რომ ჩემი შვილები იამაყებენ ჩემით.“

კი, ნადირ.

შენი შვილები იამაყებენ.

შენი რუსო იამაყებს.

შენი მეგობრები და თანამებრძოლები ვამაყობთ შენით.

და კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი ამაყობს შენით და გვიყვარხარ.

ეს ისტორია ასე არ დამთავრდება.

ერთ დღეს ამ 15 წუთსაც გავიხსენებთ და გაგვეცინება.

და გამარჯვებულ საქართველოში, უკვე თავისუფლებაზე, კიდევ ბევრჯერ იმღერებ:

„საქართველოო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის…“

თეგები: ანა წითლიძეირაკლი ნადირაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved