• რეკლამა
  • კონტაქტი
12:38, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნიკო კვარაცხელიას დედა: “შვილის სიცოცხლე არ იყიდება!”

ალია ავტორი - ალია
10:22 08-12-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

თბილისის ცენტრში მოკლული ნიკო კვარაცხელია დღეს 27 წლის გახდებოდა.

მოკლული ბიჭის დედა შვილს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს.

იზო ომაძე ხაზგასმით აღნიშნავს რომ “შვილის სიციცხლე არ იყიდება”:

“თვალს ვხუჭავ და ჩემს წარმოსახვაში  იქითა ნაპირიდან, უკვე მძიმე ნაბიჯით და მოკრძალებული ღიმილით მოაბიჯებ 27 წლის ვაჟკაცი …

ნიკო შვილო დაბადების დღეს გილოცავთ!!!
ახლა როცა ამ ტექსტს ვწერ, სული და ხორცი ისეთი სიძლიერით ძიძგილაობს, ტკივილისგან სუნთქვა მეკვრის. მაგრამ არ მინდა ეს სუნთქვა იქამდე შეჩერდეს, სანამ  კანონით განმტკიცებული “სიმართლე “ თავად არ ეტყვის ქვეყანას, ნიკო კვარაცხელია მოკლა ქვეყნის მტრებმაო და ამ დღემდე არც თუ ისე ბევრი გვაშორებს….

ხუთი წელია ვიწნით ჩვენი  ერთად ყოფნის ბედნიერი ისტორიებით შენთან მოსასვლელ ზეციურ კიბეს,მხოლოდ ღმერთმა იცის კიდევ რამდენი დროა საჭირო ჩახუტებამდე შვილო.

უსაშველოდ ენატრები შენს მშობლებს, შენს და-ძმებს და სრულიად უცხო ადამიანებსაც კი!!!!
სულ ვამბობ, ნიკო მის წილ საქართველოს ისტორიას წერს, იოტისოდენადაც ხელს ვერ შევუშლით თქო, მიუხედავად გაუსაძლისი ტკივილისა, ვნახოთ ამ ისტორიაში ვის რა როლით ჩაწერ დედი, დიახ ვნახოთ!!!
უფლის იმედი მაქვს რომ მათემატიკური სიზუსტით იქნება ყველაფერი,ყველამ უნდა იცოდეს  სიმართლე, როგორ გამოიყენეს შენი თაობის ბიჭები  და როგორ  წაგართვეს შანსი  შენც და ჩვენს ქვეყანასაც ბევრი ინოვაციური და კეთილი საქმე გეკეთებინა!!!
რა მწარეა და რამდენია მოსაყოლი, მაგრამ დღეს ხომ შენი დაბადების დღეა!!!!
შენ გაგიმარჯოს ჩემო ნიკო, ჩვენო ნიკო და მომავლის ნიკო:
უფალს ებარებოდე შვილო.
P.S. ძვირფასო მეგობრებო, არ იფიქროთ, ან რამეს შევეგუეთ, ან ტკივილმა იყუჩა, ან კიდევ სხვა და სხვა….
არა მეგობრებო შვილის სიცოცხლე არც იყიდება!!!
ახლა პროცედურაო…
ვადებიო….
სახალხო მსაჯულნიო….
ხოდა გელოდებით ბატონო,უკვე ხუთი წელია განა მარტო ჩვენ, სრულიად საზოგადოებაც, ვინც დღემდე ცდილობს ტკივილის შემსუბუქებას!!!” -წერს ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved