ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
აი, ამ ჭ კლასის გუნდთან ასე რომ თამაშობ საკუთარ მოედანზე, პირველ ტაიმში ერთხელ რომ დაარტყამ კარში, რაის ჯგუფურ ეტპაზე გასვლა აგვიტყდა ამ თამაშით? მოედანზე სირბილი ვინმემ აუკრძალა იბერიას ნახევარმცველებს? ცოტა მაინც თავმოყვარეობა არ აქვთ, ევროპაში ამ ტემპში პარკში ცხრა თვის ორსული ქალები არ სეირნობენ, რა ტემპშიც ბედოშივილის და ნაჭყებიას გარდა “იბერიას” ფეხბურთელები დადიოდნენ პირველ ტაიმში “მესხის” სახელობის სტადიონის მოედანზე! მერე კიდევ რატომ სტადიონზე არ მოდიხართო!
P.S. პატარა იმედი მაინც მაქვს რომ მთლად საშვილიშვილოდ არ შევრცხვებით, ქართული საკლუბო ფეხბურთის კიდევ ერთ სასწაულ თავლაფდასხმას არ ვნახავთ, ცოტა გაგვიმართლებს და ამ ყოვლად უსახურ გუნდს არ გამოვაგდებინებენთ თავს! თორემ სადმე გასვლის ღირსია თქო ასეთი “იბერია”, ეს რომ ვთქვა, ძალიან მოვიტყუები! ოღონდ მერე რა გვეშველება არ ვიცი, ალბათ ლოცვა უნდა გავაძლიეროთ!.
თბილისის „იბერიამ“ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიის წარმომადგენელი „ლარნი“ 2:1 დაამარცხა და ევროტურნირის, კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
ცნობისთვის, პირველი არხის ინფორმაციით, ევროპის ლიგაზე ჩრდილოეთირლანდიური „ლარნის“ და შემდეგი ბარიერის გავლის შემთხვევაში „იბერიას“ წევრები 3 მილიონ ლარს მიიღებენ. კონკრეტულად კი – „ფლორასთან“ მოგების შემდეგ „იბერია“ გუნდის წევრებს პრემიის სახით 500 ათას ლარო დაერიცხათ. ‘ლარნის“ დამარცხების შემთხვევაში გუნდს 1,5 მილიონ ლარს დაპირდნენ, ხოლო მეოთხე ეტაპის მოგების შემთხვევაში – დამატებით 1,5 მილიონს. ქართულ გუნდებს მსგავსი ოდენობის პრემია აქამდე არასდროს მიუღიათ.











კომენტარები