• რეკლამა
  • კონტაქტი
11:24, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, გუშინ საღამოს შემდეგ ვთხოვ რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ” – ონისე ცხადაძის წერილი

ალია ავტორი - ალია
16:11 08-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
711

სინდისის პატიმარმა ონისე ცხადაძემ ციხიდან წერილი გამოაგზავნა, რომელიც მისმა ძმამ, სანდრო ცხადაძემ გამოაქვეყნა:

,,თქვენი ყურადღება გვჭირდება

ჩემი ძმა იმყოფება გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში. საკანში ერთად არიან ონისე, პაატა მანჯგალაძე და ზვიად ცეცხლაძე. როგორც გუშინ ჩემმა ძმამ მითხრა, ცოტა ხნის წინ, მათთან შეასახალეს კიდევ სამი ადამიანი.

დღეს კიდევ დამირეკა და მთხოვა ეს წერილი დამეპოსტა:

“ზოგადად, არ მიყვარს ასეთი თემების გახმაურება, ჩემით მოვაგვარო მირჩევნია, მაგრამ რადგან სპეციალურად აკეთებენ და არ მინდა რამე პროვოკაციას წამოვეგო, მაგიტომ მიწევს ამის გაკეთება. მოკლედ, მეც, პაატასაც და ზვიადსაც განაჩენების შემდეგ მოგვივიდა „მომეტებული რისკი“, რაც იმას ნიშნავს რომ ვერ გვამყოფებენ ღია ტიპის დაწესებულებაში რადგან არ შეიძლება შენი ისეთ პატიმრებთან განთავსება, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ისეთ კრიტერიუმებს, რომ შენთან რამე კონფლიქტური ინციდენტი არ მოუვიდეთ. ღია დაწესებულებაში კი არა, აქაც კი არ გადმოგვიყვანეს აქციაზე დაკავებული პირი თხოვნის შემდეგ, თქვენ წყნარი საკანი ხართ და არ გვინდა რამე მოხდესო.
ეგ კი არა პაატა ზიარებაზეც არ დაჰყავთ, რადგან სხვა პატიმრებთან ერთად ყოფნა არ შეუძლია. ამ ყველაფრის ფონზე, სამი დღის წინ ნახევარი საათის ინტერვალში შემოიყვანეს სამი პატიმარი, რიგ-რიგობით, ისე რომ ჩვენთვის არ უკითხავთ, რაც ასევე არ ხდება. ხო მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს? არაფრით არ შეიძლება ეს ჩვენთან და, მით უმეტეს, არც პაატა მანჯგალაძესთან.
გუშინ საღამოს შემდეგ ვთხოვ რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ, არა და ნერვები იჭიმება უკვე. ცხოვრების სხვადასხვა სტილის გამო, ერთ პატარა სივრცეში, 6 კაცის თანაცხოვრება უეჭველად გამოიწვევს კონფლიქტს. წიგნის წაკითხვა, სიგარეტის მოწევა, ძილი, ტელევიზორის ყურება და ა.შ.
მიუხედავად ამისა, მინდა მედიებს უმორჩილესად გთხოვოთ თუ ეს ფაქტი თქვენთვის საინტერესო იქნება, რომ არ გააშუქოთ. იქნებ ამის შემდეგ მაინც მოახდინონ რეაგირება. ეგენი ხომ ყველაფერს უყურებენ, უსმენენ და კითხულობენ. ჰოდა, იქნებ ესეც წაიკითხონ. შუქი თუ აქვთ, რა თქმა უნდა. თუ არა და, ხვალ შემოგეხმიანებით დამატებით ერთი დეტალით და გააშუქეთ რამდენიც გინდათ.”

თეგები: ონისე ცხადაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved