გაერთიანებულმა სამეფომ 6 აგვისტოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიაში ახალი კომპანიების, ბანკებისა და სხვა სუბიექტების დამატების გადაწყვეტილება მიიღო, რისი მიზანიც რუსეთის ომის მანქანის დაფინანსების შეფერხებაა.
ახალი შეზღუდვები 13 პირზე, ერთ სუბიექტზე და კიდევ ექვს ხომალდზე გავრცელდა. სანქცირებულთა შორისაა რუსეთში რეგისტრირებული ექვსი ბანკი და ინდოეთში დაფუძნებული კომპანია, რომელიც გემების მართვითაა დაკავებული.
სანქციების პაკეტის ფარგლებში შემოღებული შეზღუდვები მათ შორის გულისხმობს რუსული ბანკებისთვის აქტივების გაყინვასა და მათთვის ბრიტანულ ფინანსურ ინსტიტუტებთან გადახდების დამუშავების აკრძალვას.
ამასთან, სანქციები დაუწესდა ოთხ რუსულ კომპანიას, რომლებიც, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეფასებით, უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებადი საქონლისა და ტექნოლოგიების მიწოდებაში იყვნენ ჩართულნი.











კომენტარები