ნიკა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, არასრულწლოვანი ნია იმნაძის დაკავებას ეხმაურება მარკეტერი იაკობ ჯანგავაძე:
არასრულწლოვანი ბავშვის ადვოკატი ასეთი სულელი როგორ უნდა იყო, 16 წლის გოგოს დაკავების კადრები საჯაროდ გაავრცელო?
დაკავებულის ინტერესებს იცავს და პროკურატურის?
ეკა კუპატაძემ უდიდესი საქმე გაუკეთა და ახალი ენერგია მისცა უამრავ მსხვერპლს, რომლებსაც აქამდე არ სჯეროდათ თავიანთი შესაძლებლობების.
ეს ფაქტია. მადლობა მას ამისთვის.
მიუხედავად ამისა,
ის, რაც კომენტარებში ხდებოდა, ამ არასრულწლოვანი ბავშვის “ჩაძაღლების”, “გაუპატიურების” და კიდევ ათასი უბედურების მსურველები, არაფრით განსხვავდებით იმ მანიაკი ბიჭებისგან, რომლებიც ასე ჯგუფ-ჯგუფად ესხმოდნენ თავს ერთ ბიჭს.
არ განსხვავდებით, არა!
მგლოვიარე დედას იფარებთ წინ, თქვენი მანიაკალური სურვილების თამამად ამოსათქმელად.
თქვენ კი გგონიათ, რომ იმ მანიაკებზე უკეთესები ხართ და სწორ მხარეს დგახართ, მაგრამ ზუსტად იგივე ჩამოსხმის მანიაკები ხართ, უბრალოდ, გაგიმართლათ, რომ “სწორ მხარეს აღმოჩნდით”.











კომენტარები