• რეკლამა
  • კონტაქტი
14:34, პარასკევი, 6 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუკი რამეზე საყოველთაო შეთანხმება არსებობს, ეს არის – კატასტროფული განათლების სისტემა გვაქვს”– გოტა ჭანტურია

ალია ავტორი - ალია
17:52 08-05-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,336
განათლების სპეციალისტი, მასწავლებელი და საზმაუს მარშის ერთ-ერთი ლიდერი გოტა ჭანტურია:
ამას ავრცელებს განათლების სამინისტრო და დარწმუნებული ვარ, ეს ისევ პარტიის პროპაგანდისტული დღის წესრიგის ნაწილია, რომ სხვა საკითხები გადაფარონ და საზოგადოების ყურადღება და აღშფოთება 1-2 დღით ნაკლებპრიორიტეტულ საკითხებზე გადავიტანოთ.
რაც მთავარია, ცდილობენ ჩვენი ყურადღების გაფანტვას, დაბომბვას, რომ კონცენტრირება და თანმიმდევრული მუშაობა ვერაფერზე შევძლოთ.
ამიტომ, მნიშვნელოვანია რეაგირების ფაზიდან გამოვიდეთ და თავად გავხადოთ ჩვენი მდევრები.
ისე კი, თუ მაინც გამოხმაურებაა,
განათლების მინისტრი პრაქტიკულად სადამსჯელო მექანიზმებით ემუქრება მშობლებს, რომ თუ სკოლის შინაგანაწესს არ დაემორჩილებიან და ფორმას არ/ვერ ჩააცმევენ ბავშვებს, შესაბამის ზომებს მივიღებთო.
ხოდა, ამ ლოგიკით, კანონით სახელმწიფოსაც ეკუთვნის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველასათვის.
მიუხედავად ამისა, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება კატასტროფულად დაბალია, რასაც როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული შეფასებებიც მოწმობს.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუკი რამეზე საყოველთაო შეთანხმება არსებობს, ეს არის – კატასტროფული განათლების სისტემა გვაქვს.
აღნიშნული მაჩვენებლებით ამ ქვეყანას არანაირი პერსპექტივა არ აქვს და განათლების სისტემა სეგრეგაციისა და უთანასწორობის კვლავწარმოების ინსტრუმენტად არის გადაქცეული,
სადაც მდიდრებისთვის კერძო სკოლები არსებობს, თავისი კვებით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზებითა და არაფორმალური განათლებით;
ხოლო დანარჩენი საზოგადოებისთვის – დანგრეული, ფიზიკურად მოშლილი, შინაარს გამოცლილი და პარტიის ინტერესებში ჩაყენებული საჯარო სკოლები.
შეგახსენებთ, სკოლების უმრავლესობა (70%-მდე) რემონტს ან ახლიდან მშენებლობას საჭიროებს, რომლებსაც არ გააჩნია სპორტული მოედნები, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, კაფეტერიები, მოსასვენებელი სივრცეები, ინტერნეტი, ხშირად – სუფთა წყალი, საპირფარეშოები; სადაც, ელემენტარული უსაფრთხოების ნორმებიც არ არის დაცული.
ამ მხრივ, ყველა მინისტრი ახალ რეფორმას იწყებდა. განსაკუთრებით ხმაურიანი რეფორმები 2019 წლიდან გვახსოვს, თუმცა ორჯერ გადაიდო და ათიათასობით მოსწავლეს დღესაც არა თავის, სხვა სკოლის შენობაში უწევთ სწავლა. მაგ., ზოგიერთი სკოლა 7-8 წელია რემონტდება, ზოგიერთი დაანგრიეს და დღემდე ასეა.
შესაბამისად, კანონის, შინაგანაწესების და კონტრაქტებისა თუ სოციალური კონტრაქტების დაცვა არა ცალმხრივი, ორმხრივია. ამიტომ, პოლკოვნიკ მიქანაძეს ვურჩევდი ჯერ საკუთარი ვალდებულებები შეასრულოს და მერე მოთხოვოს მშობლებს.
თავად იდეის შინაარსზე ანუ ფორმების შემოღებაზე ბევრს არაფერს ვამბობ. ზოგადად, არაერთი დადებითი აქვს, მაგრამ არანაირი კავშირი აკადემიურ მოსწრებასთან.
ასევე, ამ კონტექსტში, სახელმწიფოს რესურსების ანუ გადასახადების გადამხდელთა ფულის ხარჯვა, მეტიც, ჩინური კომპანიისთვის გადახდა, როცა სასკოლო კვების პროგრამა თითქმის 10 წელია განიხილება, მავნებლობაა და მეტი არაფერი, რომლის უკან გარდა პროპაგანდისტული ამოცანებისა, არავის გაუკვირდება, რომ კორუფციაც იდგეს. ამაზე ფასადური რა შეიძლება იყოს, არ ვიცი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

14:54 11-05-2026
გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved