• რეკლამა
  • კონტაქტი
17:07, შაბათი, 19 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ იცის ეს ბ-ნმა კობახიძემ?” – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
03:44 08-05-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,267

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი;

ირაკლი კობახიძე: “როგორც მოგეხსენებათ, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგად, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია განახორციელა”.

ერთი წუთით არ შევიმჩნიოთ ის, რომ ბატონი კობახიძის ნათქვამიდან გამოდის, თითქოს ნაცმოძრაობამ, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად, საწყალ რუსეთს სხვა გზა აღარ დაუტოვა და იძულებული გახადა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოეხდინა. ისე, როგორი არშესამჩნევია მსგავსი ინტერპრეტაცია, როცა დამნაშავე თურმე საქართველოს ხელისუფლებაა იმაში, რომ რუსეთს ჩვენი ტერიტორია აქვს დაპყრობილი, მაგრამ დროებით მოვეშვათ დისკურს-ნარატივებს და ფაქტზე გავაკეთოთ აქცენტი.

კერძოდ, რაის 2008 წელს 20 პროცენტის ოკუპაცია?

მანამდე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის უმეტესი ნაწილი, ახალგორის რაიონისა და დიდი ლიახვის და ფრონეს ხეობის რამდენიმე სოფელს გარდა არ იყო ოკუპირებული?

მანამდე მთელი აფხაზეთი არ იყო ოკუპირებული? აფხაზეთიც ნაცებმა დაგვაკარგვინეს?

დიახ, 2008 წლის რუსეთის აგრესიის შედეგად კიდევ დამატებით მოხდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, იქნება ეს კოდორის ხეობა, ახალგორის რაიონი და სხვ. ასევე მაშინ მოხდა რუსეთის მიერ სეპარატისტული რეგიონების აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მაგრამ როდესაც ვამბობთ 20 პროცენტს, ელემენტარული და ბანალური ჭეშმარიტებაა, რომ ამ ოცის ოთხმოცი პროცენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ იქნა ჯერ კიდევ 90-იანი წლების პირველ ნახევარში.

არ იცის ეს ბ-ნმა კობახიძემ? ოკუპაციას და აღიარებას ვერ არჩევს ერთმანეთისგან? ცდილობს აფხაზეთის ომიც დიფსთეითის გავლით ნაცებს შეტენოს თუ რა ხდება?

რაღაცას რომ წვალობენ, ფაქტია, მაგრამ ეჭვი მაქვს თვითონაც არ იციან ბოლომდე რას: თან უნდათ რუსებს ასიამოვნონ, თან არც ის უნდათ, რომ საოკუპაციო რეჟიმები აღიარონ (რასაც რუსეთი მკაფიოდ ითხოვს, მაგრამ ქართველი ხალხი აშკარად ვერ მიიღებს ამას), თან უნდათ დიფსთეთსაც (ანუ დასავლეთს) გაჰკრან კბილი და თან კიდევ ერთხელ ნაცების საფრთხობელაც გაათამაშონ, მოკლედ, მე მგონი ორი კი არა და ოთხი კურდღლის მადევარი ხელისუფლება გვყავს და ამდენი კურდღლების დევნაში ბოლოს რა ტურასაც დაიჭერენ, იმასაც ვნახავთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved