• რეკლამა
  • კონტაქტი
16:41, სამშაბათი, 4 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტაძარში დასვენების უარის თქმის მიზეზი მართლაც ომი იყო, ომი, რომელიც დედამ  უმწეო შვილის წინააღმდეგ დაგეგმა” – მიქაელ ბრეგვაძე

ალია ავტორი - ალია
13:39 08-04-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,384

მიქაელ ბრეგვაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ პოსტის გამოქვეყნებას არ ვგეგმავდი, თუმცა ეკლესიის შეურაცხყოფისა და ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს წინააღმდეგ აგორებული ცილისმწამებლური კამპანიის ფონზე, სამწუხაროდ, იძულებული ვარ, სიმართლე გავასაჯაროო.
მეუფე გერასიმეს საეკლესიო მოღვაწეობასა და მის თავდადებას როგორც ეკლესიის, ისე თითოეული მრევლისა და ერის მიმართ წლებია ვიცნობ. შესაბამისად, იმის მტკიცება, თითქოს ეპარქიამ ოჯახს ტაძარში მიცვალებულის დასვენებაზე უარი მისი მამის უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის გამო უთხრა, არის ისეთი სიცრუე და იმდენად ბინძური კამპანიის ნაწილი რომ სიტყვა ვერ მოვიძიე, ისეთია სახელიც რომ არ აქვს …
ერთ რამეში ვეთანხმები ცილისმწამებლური სცენარის ავტორებს — ტაძარში დასვენების უარის თქმის მიზეზი მართლაც ომი იყო, ოღონდ არა რუსეთ-უკრაინის, არამედ ის ქიმიურ-ბიოლოგიური ომი, რომელიც დედამ მუცლადმყოფი საკუთარი უმწეო შვილის წინააღმდეგ დაგეგმა და რომელსაც საწუხაროდ შვილთან ერთად თავადაც ემსხვერპლა.
გარდაცვალების უშუალო სამედიცინო მიზეზი გახდა სეფსისი, რომელიც ორი თვის ნაყოფის მოშლის მიზნით მიღებულმა მედიკამენტებმა გამოიწვია.(ეს არის ერის თანამედროვე თვითგენოციდი და ის მძიმე გამოწვევა, რაც საქართველოს სულიერად და ყოფიერად ანადგურებს. ამ საზარელი მოვლენის შეჩერება და აღკვეთა ჩვენი ეროვნული პასუხისმგებლობაა)
ასეთ ვითარებაში მიცვალებულის ტაძარში დასვენება ეკლესიის მხრიდან უმძიმესი ცოდვის შეწყნარებას ნიშნავს, რაც პრინციპულად დაუშვებელია.
ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება, ფაქტების დამახინჯება და ეკლესიის უსამართლო დადანაშაულება აზიანებს როგორც გარდაცვლილის ოჯახს, ისე მთელ საზოგადოებას.
სიმართლის დამალვის ან შეცვლის მცდელობა ამაოა, რამეთუ რეალური მიზეზი ადრე თუ გვიან მაინც ყველასთვის ცნობილი გახდება.
ორი სიცოცხლის — ქართველი დედისა და მისი უშობელი ჩვილის, ასეთი ტრაგიკული სახით, როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად განადგურება არავისთვისაა საამაყო. ღმერთის მორწმუნე, სინდისიერი და ზნესრული ადამიანი ამ მძიმე მოვლენას დუმილითა და ღვთის შიშით შეხვდებოდა და არა იმ გაქვეყნებული აჟიოტაჟითა და სპეკულაციებით, რაც ამ ამბავს მოაყოლეს.
P.S.
ეკლესიას არათუ უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილე მებრძოლის შვილისთვის, არამედ თავად უკრაინის მხარეს დაღუპული ქართველი მეომრებისთვისაც კი არასოდეს უთქვამს უარი ტაძარში დასვენებასა და წესის აგებაზე.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი
ახალი ამბები

მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი

13:12 08-04-2026
თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved