მწერალი, ალეკო შუღლაძე:
ვიღაცას ჰგონია, რომ ღმერთი მხოლოდ ეკლესიაშია.
შევიდა ეკლესიაში და აჰა, აქ არის ღმერთი.
გამოვიდა და აღარ არის.
ისევ შევიდა და ღმერთი იქ არის, მარტო იქ.
გარეთ გამოვიდა და ისევ აღარ არის.
ანუ არც კი უშვებს, რომ ეკლესიისა და ტაძრის გარეთ ღმერთი არსებობს.
ანუ უფალი ლოკალიზებულია ერთ კონკრეტულ ადგილას.
სამყაროს შემოქმედი, პლანეტებისა და გალაქტიკების შემქმნელი, დიდი აფეთქებისა და შავი ხვრელების მმართველი, პატარა ან დიდ ეკლესიაშია ლოკალიზებული.
ეს შენობა უცბად რომ დაინგრეს, მლოცველი სასწრაფოდ სხვა ტაძარში უნდა გაიქცეს, იქ შევიდეს და იქ იქნება ღმერთი. რადგან სადაც კედლები არ არის, იქ ღმერთს რა უნდა.
ადრე ხშირად ვიჭერდი ჩემს თავს ასეთ ილუზორულ ყოფაში და ჩემზე ბრიყვი არავინ იყო მაშინ.











კომენტარები