• რეკლამა
  • კონტაქტი
01:39, კვირა, 1 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რამდენიმე დღის წინ სკუტერით ყმაწვილი დამეჯახა. იცით, ამ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანი რა იყო?”– გოჩა მირცხულავა

ალია ავტორი - ალია
14:53 07-31-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,025

ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:

რამდენიმე დღის წინ ელექტრო სკუტერით მოძრავი ყმაწვილი დამეჯახა. ეს პოსტი არც ამ შემთხვევაზეა და არც იმაზე, როგორ შევუნდე სამედიცინო დაწესებულებას მათი უგვანობები მხოლოდ იმის გამო, რომ ამოვარდნილი მხარი ძალიან ოსტატურად დამიბრუნა ადგილზე ახალგაზრდა ექიმმა.
ეს პოსტი იმ ყმაწვილზე და მამამისზეა. დავეცი. გონება არ დამიკარგავს, მაგრამ ცალკე მხრის ტკივილმა და ცალკე ფეხის დაზიანებამ ისეთი ხმა ამომაშვებინა, თავადაც მიკვირს. იმ წამს ეს ბავშვი მეხუტება და მეუბნება: – ხომ კარგად ხართ? ძალიან გტკივათ?
შემდეგ კი ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც იმ მომენტში არც კი ვიცი, საიდან გაჩნდა, თითქმის სასოწარკვეთილი ეკითხება: – ვაიმე, რა ვქნა? ეს რა მომივიდა… ხომ კარგად იქნება?
მერე გავიგე, რომ მამა-შვილი იყვნენ და ორივე ცალ-ცალკე სკუტერით გადაადგილდებოდნენ.
იცით, ამ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანი რა იყო? ამ ბავშვის გულწრფელობა.
ეს შიში არ იყო. არც საკუთარი თავის გადარჩენის მცდელობა. მას უბრალოდ არ უნდოდა, მე რამე დამმართნოდა. ხედავდა, როგორ მტკივოდა და მთელი გულით ცდილობდა, როგორმე შეემსუბუქებინა.
ამას, ალბათ, ადამიანურობა ჰქვია.
ცალკე მამა… ნამდვილად ძლიერი ახალგაზრდა კაცი, რომელიც შვილს ამ „სისუსტეს“ კი არ უკრძალავდა, პირიქით – ეტყობოდა, მოსწონდა, რომ ასეთ ადამიანად იზრდებოდა.
აღმოჩნდა, რომ მეორე დღეს ოჯახი დასასვენებლად მიემგზავრებოდა. მამა არ წავიდა, ვიდრე არ დარწმუნდა, რომ არანაირი გართულება არ მელოდებოდა — მხოლოდ გუშინ გაემგზავრა შვილთან. შვილი კი დღეში რამდენჯერმე მირეკავს და ყოველი ზარი ერთი და იმავე სიტყვებით იწყება: – უკაცრავად, თავს ხომ არ გაბეზრებთ? ხომ არ გაგაღვიძეთ? როგორ ხართ?
რა ტორადოლი, რა მორფი… ამ ბავშვისა და მისი ოჯახის ყურადღებამ ყველა ტკივილი გააქარწყლა.
ჰოდა, რისი თქმა მინდა…
შემთხვევისგან არავინ ვართ დაზღვეული. მთავარი ის კი არ არის, რა დაგვემართება, არამედ ის, როგორ დავუდგებით ერთმანეთს მხარში, როგორ შევუმსუბუქებთ ტკივილს და როგორ ვაგრძნობინებთ, რომ მარტო არ არის.
ხშირად მიფიქრია… როგორ შეიძლება ასეთი ბავშვები და, დარწმუნებული ვარ, უამრავი მათი მსგავსი, იზრდებოდნენ გარემოში, სადაც ძალადობა, სიძულვილი და ადამიანის დამცირება ხშირად ნორმად არის ქცეული, ზოგჯერ კი ამას ხელისუფლების წარმომადგენლებიც საჯაროდ ახალისებენ?
და მაინც, ისინი არსებობენ. ალბათ, პასუხიც სწორედ ეს არის – ისინი თავისუფალი ქართველები არიან და არა გრუზინები.
მადლობა დათუნას, მის მამასა და დედას.
P.S. მათ არ მოვნიშნავ. არ მინდა, ჩემს გამო მავანთა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved