• რეკლამა
  • კონტაქტი
20:17, პარასკევი, 24 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,რ2-ის, იმედის და პოსტვ ჟურნალისტები არიან ჩემთვის კრიმინალები“ – ვიკა ბუკია

ალია ავტორი - ალია
17:56 07-24-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
237

ჟურნალისტი ვიკა ბუკია:

,,რ2-ის, იმედის და პოსტვ ჟურნალისტები არიან ჩემთვის კრიმინალები. ცუდი ჟურნალისტებიც კი არ არიან, უბრალოდ ამ პროფესიასთან არანაირი კავშირი არ აქვთ, დანაშაულის თანამონაწილეები არიან.

მაგრამ ეს პოსტი მათზე არაა. პოსტი იმ “ტექნიკურ” ტიპებზეა, ვინც ვერ გაიაზრა, რომ ისინიც დამნაშავეები არიან.

ერთხელ ნინია კაკაბაძემ ანდროს სასამართლო პროცესზე გათათხა იმედის ოპერატორი. და იცით რა მოხდა? ერთ-ერთი კრიტიკული მედიის ოპერატორი გამოსარჩლა: ოპერატორს რას ერჩითო, ეგ ხომ თავის საქმეს აკეთებსო და რასაც დაავალებენ იმას აკეთებსო. გავსულელდი მეთქი რომ გითხრათ, მოგატყუებთ. ხშირად მსმენია ეს ბოდვა.

ანუ ტიპებს რა გონიათ? მარტო ჟურნალისტია პასუხისმგებელი იმაზე რაც ეთერში გადის? ვინ გითხრათ ეს? სიუჟეტს აკეთებს ჟურნალისტი, ოპერატორი და მემონტაჟე. ანდრო რომ დაიჭირეს, მანქანაში არ სვამდნენ. იცით რატომ? პოლიციელები ელოდებოდნენ იმედის ოპერატორს. მოვიდა, გადაიღო ხელბორკილდადებული ანდრო და მორჩა. ასე დაიწყო სრულიად კეთილსინდისიერი უდანაშაულო მსახიობის გაშავება. წარმოიდგინეთ როგორ შეზრდილია სისტემა ტელევიზიასთან, რომ დაურეკეს იმედის ოპერატორს და გადააღებინეს.

რას ნიშნავს რასაც დაავალებენ – აკეთებს? ეს რა მონური დამოკიდებულებაა საკუთარი პროფესიის მიმართ. ანუ რადგან არ ლაპარაკობთ და მხოლოდ იღებთ და ამონტაჟებთ – გგონიათ ნაკლები დანაშაული მიგიძღვით? ანუ უდანაშაულო იუმორისტს, რომ კამერას უშვერ და გამოგონილი ტექსტი ადევს ზედ – დიახაც, დამნაშავე ხარ.

დიახაც, თქვენ უღებთ უდანაშაულო ადამიანებს და გამოგყავთ ისინი დამნაშავეებად. დიახაც, თქვენ ამონტაჟებთ და ისე აწყობთ კადრებს, რომ გამოგყავთ პატიონსანი ხალხი დამნაშავეებად. და თქვენი ნანახი კადრები ტრიალებს, ტრიალებს როგორც ნაღმები, რომელიც ფეთქდება და ანადგურებს ადამიანებს.

გრცხვენოდეთ ყველას ვინც იქ მუშაობთ – მემონტაჟეებიდან დაწყებული, ოპერატორებით დასრულებული.“

თეგები: ვიკა ბუკია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?
ახალი ამბები

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?

17:15 07-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved