• რეკლამა
  • კონტაქტი
00:26, შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლონდონის სასამართლოში ნათია ჯანაშია საქართველოს ხელისუფლებაზე გამანადგურებელ დარტყმას ამზადებს – ბაჩანა ჯინჭარაძე

ალია ავტორი - ალია
13:10 07-23-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,505

ინტერვიუ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) წარმომადგენელთან, ბაჩანა ჯინჭარაძესთან

– ბატონო ბაჩანა, ლონდონის სასამართლოში ნათია ჯანაშიას სარჩელზე პირველი სხდომა გაიმართა. როგორ შეაფასებთ მიმდინარე პროცესს და რა გამოკვეთა ამ სხდომამ?

– მოხდა ის, რასაც ჩვენ არაერთხელ ვპროგნოზირებდით. პირველმა სხდომამ ნათლად გამოაჩინა პროცესის რეალური არსი — ლონდონის სასამართლოში ნათია ჯანაშია საქართველოს ხელისუფლებაზე გამანადგურებელ დარტყმას ამზადებს.

წელიწადნახევრის წინ შეტანილი სარჩელის განხილვა ლონდონში დაგვიანებით დაიწყო. ამ ეტაპზე სასამართლოს მსჯელობის საგანია სარჩელის დაშვებადობა იურისდიქციის განსაზღვრის კუთხით, სადაც მოსარჩელის ჭეშმარიტი განზრახვები საბოლოოდ გამოაშკარავდა. მკითხველს შევახსენებ, რას წერს ნათია ჯანაშია ლონდონის სასმართლოში შეტანილი სარჩელის სამოტივაციო და მთავარ ნაწილში: „მოსარჩელეს სჯერა, რომ იგი საქართველოში ეფექტიან სასამართლო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გარეშე დარჩა, ვინაიდან საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებობს სერიოზული პრობლემები სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით“.

– რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ და რატომ მიიჩნევთ ამას მნიშვნელოვან სიგნალად?

– მოგეხსენებათ, ჩვენი ორივე მხარეს ვუგზავნით შეკითხვებს და ვაანალიზებთ მოწოდებულ ინფორმაციას, ვაზუსტებთ დეტალებს. პირველად ინფორმაცია ნათია ჯანაშიამ თავის პირად სოციალურ ქსელში გამოქვეყნა. მოხდა გადამოწმება, დაგზავნილია შეკითხვები პროცესში მონაწილე მხარეებთან. დარწმუნებული ვართ გამოგვეხმაურება ნათია ჯანაშიას ადვოკატიც, რომელიც ბრიტანულ კომპანიას წარმოადგენს.

რეალური სურათი ასეთია, რომლის დეტალებსაც ასევე პროცესში ვაზუსტებთ და ყველანაირ განახლებულ ინფორმაციას ვაწვდით დაინტერესებულ საზოგადოებას: ლონდონში მოსამართლემ ჯანაშიას უარი უთხრა მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან შუამდგომლობებზე. კერძოდ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, ემსჯელათ „საქართველოს კაპიტალისა“ და მისი ხელმძღვანელების სავარაუდო გავლენებზე ქართულ სასამართლო სისტემაზე.

სანაცვლოდ, დაკმაყოფილდა ისეთი შუამდგომლობა, რომელმაც ფარდა ახადა მისი ქმედებების რეალურ მოტივებს და აჩვენა, თუ საით არის მიმართული მისი ძალისხმევა.

– კონკრეტულად რა პირობებში განიხილება სარჩელის დაშვებადობა?

– საქმე ის არის, რომ ჯანაშიას დაქირავებული ჰყავს ქართველი ექსპერტი, რომელმაც ლონდონის სასამართლოში უნდა დაამტკიცოს, თითქოს საქართველოს სასამართლო სისტემა არის კორუმპირებული, ოლიგარქიული მართველობის ქვეშ მყოფი და ხელისუფლების მითითებების შემსრულებელი.

თუ მან ეს ვერ დაამტკიცა, ლონდონის სასამართლო სარჩელს საერთოდ არ მიიღებს განსახილველად. ანუ, სარჩელის დაშვებადობა განიხილება მხოლოდ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისა და სასამართლო სისტემის უვარგისობის დამტკიცების ჭრილში.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის საკითხი, რომ ჯანაშიას მიერ დაქირავებული ექსპერტის დასკვნას არანაირი კავშირი აქვს არც „საქართველოს კაპიტალის“ და არც „საქართველოს განათლების ჯგუფის“ უშუალო ქმედებებთან.

ანუ რეალურად რაც სარჩელშია მკაფიოდ მითითებული, ის უნდა დაადასტუროს ჯანშიას ექსპერტმა. სარჩელში, წერია: „მოსარჩელეს სჯერა, რომ სასამართლო სისტემაში არსებული ზეგავლენებისა და გავლენების ჯაჭვის გათვალისწინებით, ასევე სასამართლო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო შეშფოთების ცნობაში მიღებით, საქართველოში მისი საქმეების სამართლებრივი საფუძვლების მიხედვით განხილვას არანაირი გონივრული პერსპექტივა არ აქვს“.

ნათია ჯანაშიამ ექსპერტი სწორედ იმიტომ დაიქირავა, უზარმაზარი ფული იმიტომ გადაუხადა და დასკვნა იმიტომ დააწერინა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში „შექმნილი“ აპოკალიპტური სურათი დაუმტკიცოს ლონდონელ მოსამართლეს, აუხსნას და განუმარტოს, რომ საქართველოში ოლიგარქიული მმართველობაა და კორუფციის სათავეში ამ სისტემის შემქმნელი ბიძინა ივანიშვილია. ეს ამოცანა აქვს ნათია ჯანაშიას და მის ექსპერტს. სხვა შემთხვევაში, სარჩელს იქაური სასამართლო არ მიიღებს და ასიათასობით გადახდილი ფუნტი სტერლინგი წყალში გადაყრილი იქნება.

– რა არის თქვენი მთავარი დასკვნა ამ ეტაპზე?

– ეს პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც აფბას სამართლებრივი ცენტრი თავიდანვე აცხადებდა – ნათია ჯანაშიას რეალური სამიზნე არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები, და არა რომელიმე კერძო ბიზნესმენი თუ ბიზნეს-სტრუქტურა. ეს არის ფაქტი, რომელიც ლონდონის სასამართლოს პირველსავე სხდომაზე ოფიციალურად დადასტურდა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved